USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
პუტინმა რუსეთის საგარეო, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები პოსტებზე დატოვა
თარიღი:  1333

რუსეთის მთავრობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თანამდებობა შეინარჩუნა. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი მთავრობის სტრუქტურის შესახებ, სადაც ზოგიერთმა მინისტრმა თანამდებობა ვერ შეინარჩუნა.

თანამდებობაზე დარჩნენ ძალოვანი უწყებების პირველი პირები - თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კალაკოლცევი.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერმა გააუქმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტრო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე შეიკრიბა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის