საქართველოს მთავრობამ 27 აგვისტოს მიღებული დადგენილებით №389, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები (124 და 125), რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს, რა პირობებში შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის დადასტურებაა, რაც ანაზღაურების სახით წელიწადში 25,000 დოლარს უნდა აჭარბებდეს.
ახალი რეგულაციები IT სექტორში დასაქმებულ სამ ჯგუფს ეხება:
დადგენილებით განსაზღვრულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარადგინოს:
განსაკუთრებული პირობებია განსაზღვრული იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსით არიან რეგისტრირებულნი და IT საქმიანობას ახორციელებენ, ასევე საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლებისთვის.
დადგენილება ასევე ითვალისწინებს, რომ ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა გავრცელდება IT სფეროში დასაქმებული უცხოელების ოჯახის წევრებზეც.
გარდა ამისა, მთავრობამ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ სხვა ქვეყნებში გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს სათანადოდ ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, თუმცა შესაძლებელია მათი ელექტრონული ფორმით წარდგენაც, იმ შემთხვევაში თუ მათი ნამდვილობის გადამოწმება სპეციალური რეესტრის ან სხვა საშუალებით ხერხდება.
ახალი წესების მიზანი, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და უცხოელი სპეციალისტების მოზიდვის ხელშეწყობაა.
წყარო:https://bm.ge/