USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
პროგრამისტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეეძლებათ თუკი მათი ხელფასი $25,000-ზე მეტია
თარიღი:  506

საქართველოს მთავრობამ 27 აგვისტოს მიღებული დადგენილებით №389, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები (124 და 125), რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს, რა პირობებში შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის დადასტურებაა, რაც ანაზღაურების სახით წელიწადში 25,000 დოლარს უნდა აჭარბებდეს.

ახალი რეგულაციები IT სექტორში დასაქმებულ სამ ჯგუფს ეხება:

  • საქართველოში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტებს;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს;
  • საერთაშორისო IT კომპანიების ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებს.

 

დადგენილებით განსაზღვრულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარადგინოს:

 

  • განაცხადი უნიკალური კოდის მითითებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას ენიჭება;
  • პირადობისა და საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • IT სფეროში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ მიღებული ანაზღაურება წლიურად არანაკლებ 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, თანაც მიღებული მინიმუმ ორჯერ, 30-დღიანი ინტერვალით;
  • ფოტოსურათი და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

 

განსაკუთრებული პირობებია განსაზღვრული იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსით არიან რეგისტრირებულნი და IT საქმიანობას ახორციელებენ, ასევე საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

დადგენილება ასევე ითვალისწინებს, რომ ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა გავრცელდება IT სფეროში დასაქმებული უცხოელების ოჯახის წევრებზეც.

გარდა ამისა, მთავრობამ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ სხვა ქვეყნებში გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს სათანადოდ ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, თუმცა შესაძლებელია მათი ელექტრონული ფორმით წარდგენაც, იმ შემთხვევაში თუ მათი ნამდვილობის გადამოწმება სპეციალური რეესტრის ან სხვა საშუალებით ხერხდება.

ახალი წესების მიზანი, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და უცხოელი სპეციალისტების მოზიდვის ხელშეწყობაა.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის