USD 2.8137
EUR 2.9322
RUB 3.1154
Тбилиси
პრემიერი: საზოგადოების ყველა კითხვას, ვისგანაც ის არ უნდა მოდიოდეს, უნდა გაეცეს გამჭვირვალე პასუხი
дата:  332

საზოგადოების ყველა კითხვას, მაგალითად, რატომ მიიღო საქმიანობის ნებართვა ერთმა კომპანიამ და ვერ მიიღო მეორემ, რატომ ჩაიკეტა ერთი ქალაქი და არ ჩაიკეტა მეორე, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში პირველი შეხედვით მკაცრი შეზღუდვები, უნდა გაეცეს ღია და გამჭვირვალე პასუხი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ფორს-მაჟორში აღარ ვართ, ვმართავთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ვიწყებთ ეკონომიკური აღდგენის გეგმის განხორციელებას. ამიტომ მინდა, მთავრობის ყველა წევრს მოვუწოდო, საზოგადოების ყველა კითხვას, მაგალითად, რატომ მიიღო საქმიანობის ნებართვა ერთმა კომპანიამ და ვერ მიიღო მეორემ, რატომ ჩაიკეტა ერთი ქალაქი და არ ჩაიკეტა მეორე, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში პირველი შეხედვით მკაცრი შეზღუდვები. ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც ის არ უნდა მოდიოდეს, უნდა გაეცეს ღია და გამჭვირვალე პასუხი. ჩვენი წარმატების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დაძლევა, ეკონომიკურის ეფექტური და სწრაფი აღდგენა, მაგრამ ამავე დროს უნდა დავიცვათ საჯაროობის და ტრანსპარენტობის ის მაღალი პრინციპი, რომლითაც ყოველთვის ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა პრემიერმა.  

спорт
ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება

„თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწია, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება“, – ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა განაცხადა და „ბაკურიანი 2025“ შეაჯამა.

კაპრალოსმა ოლიმპიადის შეფასება მადლიერების გამოხატვით დაიწყო და ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში ორგანიზატორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.

„ძალიან ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ გვყავს მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები, მოხალისეები, ვინც ფესტივალის ყველა მონაწილის ცხოვრება გაალამაზა. ჩვენ საქართველოში გავატარეთ მთელი კვირა, 7 შთამბეჭდავი დღე და ბედნიერები ვართ - ჩვენ, დელეგაციები, რომ ასეთი ფანტასტიკური შეჯიბრებები ჩატარდა. სრულყოფილი პირობები იყო შექმნილი – ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება!“ - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.

„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს გაიხსნა. 16 თებერვალს გამართულ ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე, დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას – რუმინეთს გადაეცა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2027 წელს, ქალაქ ბრაშოვში ჩატარდება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати