USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Тбилиси
პრემიერი - შობადობის ნაწილში გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება შობადობის მაჩვენებელს, რაც არის მძიმე მოვლენა და ეს შეცვლას საჭიროებს
дата:  379

"შობადობის ნაწილში გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება შობადობის მაჩვენებელს, რაც არის მძიმე მოვლენა და ეს შეცვლას საჭიროებს, ასევე ქორწინება-განქორწინების თანაფარდობის კუთხით მუდმივად უარესდება მდგომარეობა. შობადობას რაც შეეხება, საინტერესო დეტალია, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობას.

90-იან წლებში, როცა ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას, მაშინ იყო ბევრად უფრო მაღალი შობადობის კოეფიციენტი საქართველოში, ვიდრე არის დღეს. სოციალური მიზეზი ნაკლებად აქვს ამ ყველაფერს. ასევე, საინტერესო დეტალია, რომ მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებლები და არის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებული - მკვეთრად იკლებს, დრამატულად იკლებს პირველი და მეორე ბავშვის, შვილის, შობადობის მაჩვენებელი.

აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს... გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც პირველ რიგში უნდა დავუპირისპირდეთ - დადებითი გაგებით. საჭიროა შეიცვალოს ადამიანების მსოფმხედველობა. ინტერესი არის შემცირებული ქორწინების კუთხით, ქორწინება-განქორწინების სტატისტიკა ამას აჩვენებს. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის სტატისტიკაზე" - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати