USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
"პლატფორმა საქართველოსთვის ღიაა" – თეირანში 3+3 ფორმატში მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თარიღი:  377

თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე 3+3 ფორმატში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა საბოლოო განცხადება, რომელშიც წერია, რომ "პლატფორმა ღიაა საქართველოს თანაბარი მონაწილეობისთვის".

ამასთან, დოკუმენტში სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ისრაელი-ჰამასის ომზეცაა საუბარი.

"მინისტრებმა აზრები გაცვალეს ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას". - წერია განცხადებაში.

TASS-ის ცნობით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ კავკასიის "რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად", ასევე გააგრძელონ კონსულტაციები რეგიონულ პლატფორმაში მონაწილე ყველა ქვეყანას შორის "ურთიერთობების ნორმალიზაციისა და განვითარების პროცესების" მხარდასაჭერად.

თეირანში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - სერგეი ლავროვი, ჰაკან ფიდანი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი. შეხვედრას არ ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. ქართულმა მხარემ 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის