USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება
Date:  917

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

მზადდება მთავრობის დადგენილება საფრთხოების წესის დარღვევაზე სანქციის გატარების საკითხთან მიმართებაში,  კანონმდებლების შემოთავაზებული წინადადების მიხედვით: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ 2019 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 204 ლარი (ხელზე ასაღები 963 ლარი) იყო, ჯარიმა დაახლოებით 100 ლარამდე იქნება.

საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო სანქციის (ჯარიმის) შემოღების საჭიროებაზე რამდენიმე დღის წინ, ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way