ნობელის პრემიის ლაურეატები
მის სახლში, წიგნების თაროზე მოთავსებული სახარების მეორე გვერდზე, 26 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე იყო მოკლედ აღწერილი. ბოლო ჩანაწერიდან ჩანდა, ერთი ზამთრის განმავლობაში ისპანკისაგან (ესპანური გრიპი) როგორ დაეღუპა ვაჟი, ახალშობილი გოგონა, მეუღლე და მამა. იყო კიდევ ჩანაწერი „ყველაფერი დასრულდა. იყოს ნება შენი.“ ამ ადამიანმა ბევრჯერ დაიწყო ცხოვრება თავიდან, და ეს პირველი იყო მის ცხოვრებაში. მას „საბჭოთა მეცნიერების ელჩის“ სახელითაც იცნობდნენ.
პეტრე კაპიცა
დაიბადა 1894 წლის 26 ივნისს (8 ივლისი) რუსეთის იმპერიის ქალაქ კრონშტადტში. გარდაიცვალა 1984 წლის 8 აპრილს მოსკოვში.
1978 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკაში (პრემიის ½, პრემიის მეორე ნახევარი განაწილდა არნო პენზიასსა და რობერტ ვილსონს შორის რელიკტური მიკროტალღური გამოსხივებისთვის).
1920 წელი. სამოქალაქო ომი, შიმშილობის პერიოდი - სასტიკი და დაუნდობელი დრო...სანკ-პეტერბურგში, კუსტოდიევის სახელოსნოში ორი კონსერვატულად, მაგრამ უხილავად მომხიბვლელად ჩაცმული ახალგაზრდა შედის... მხატვარს წინ შალიაპინი უზის და მოლბერტზე მისი დაუმთავრებელი პორტრეტი ჩანს...
"მგონი, სადღაც მინახიხარ, ღმერთმა იცის" - მიმართავს შალიაპინი ერთ-ერთს''...
"თქვენ ხატავთ ცნობილ ადამიანებს, - წარმოთქვა იმ ახალგაზრდამ, რომელსაც შალიაპინმა მიმართა, -
დაგვხატე ჩვენ, ჩვენ ჯერ არ ვართ ცნობილები, მაგრამ ასეთები ვიქნებით''.
მხატვრის წინ ორი თანაკურსელი პეტრე კაპიცა და ნიკოლაი სემიონოვი იდგა - მომავალში ნობელის პრემიის ორი ლაურეატი.
საინტერესოა საზღაური, რომელიც ახალგაზრდებმა მხატვარს გადაუხადეს: ერთი მამალი და ტომარა ხორბალი, რომელიც თავად სადღაც გარეუბანში ვიღაცისთვის წისქვილის აწყობაში გამოიმუშავეს... ალბათ ამან გადაწყვიტა პორტრეტის ბედი იმ მშიერ წლებში.
ცხოვრების ბოლოსთვის ორივე მათგანი ნობელის პრემიის, ოთხგზის სოციალისტური შრომის გმირის წოდების , რამოდენიმე ლენინის ორდენის, უამრავი პრემიის მფლობელი იყო.
მომავალი ნობელიანტი კრონშტადტელი ფორტიფიკატორის ლეონიდ კაპიცას ოჯახში დაიბადა. დედა ცნობილი ტოპოგრაფის იერონიმე სტებნიცკის ქალიშვილი იყო. 1914 წელს პეტრე კაპიცა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკურ ფაკულტეტზე აბარებს. სადაც ცნობილი აბრამ იოფეს ყურადღებას იქცევს და მისი ლაობრანტი ხდება.
კაპიცას ცხოვრება იოლი არ იყო. პირველი მსოფლიო იმის დროს მუშაობდა მძღოლად. 1919-1920 წლებში ესპანური გრიპისგან დაეღუპა მამა, პირველი მეუღლე, ორი წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა. იოფე დიდი ხნის მანძლიზე ვერ ახერხებდა მის საზღვარგარეთ, მსოფლიო დონის ფიზიკოსებთან სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნას. დაეხმარებას მაქსიმ გორკიც ცდილობა. სრულიად მოულოდნელად ერნესტ რეზერფორდი დათანხმდა კაპიცას მიღებაზე. მოგვიანებით რეზერფორდი იხსენებდა, რომ თვითონაც ვერ გარკვეულა რატომ დათანხმდა ყველასათვის უცნობი რუსის მიღებაზე. ამბობენ, რომ ახალგაზრდა მეცნიერმა ნობელის ლაურეატს თამამად განუცხადა, მიუხედავად იმისა რომ ყველა ვაკანსია უკვე დაკავებულია ის მშვენივრად ხვდება კავენდიშის ლაბორატორიის სტანდარტულ ექსპერიმენტულ ცდომილებაში. რეზერფს არ უნანია მიღებული გადაწყვეტილება. თავის მეტსახელსაც (ნიანგი) ის კაპიცას უნდა უმადლოდეს. პეტრე კაპიცას დასავლეთში „საბჭოთა მეცნიერების ელჩს“ ეძახდნენ.
ნელ-ნელა პირადი ცხოვრებაც მოგვარდა. კაპიცას მეორე მეუღლე ანნა, ცნობილი მათემატიკოსის და მექანიკოსის, გემთმშენებლობის თეორეტიკოსის, აკადემიკოს ალექსეი კრილოვის ქალიშვილი იყო. მათი ორივე ვაჟი ინგლისში დაიბადა მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს რუსულ მეცნიერებაში. სერგეი ფიზიკოსი და МФТИ (მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი) პროფესორი გახდა და 39 წლის მანძილზე მიყავდა გადაცემა „აშკარა-დაუჯერებელი“ (Очевидное-невероятное). ანდრეიმ სამეცნიერო იერარქიაში ძმაზე მეტს მიაღწია და ცნობილი გეოგრაფი, არქტიკის მკვლევარი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.
კაპიცა კარგად გრძნობდა თავს ინგლისში. სპეციალურად მისთვის კემბრიჯში ლაბორატორია ააშენეს. ცნობილია ლაბორატორიის გახსნისას დიდი ბრიტანეთის ექს-პრემირის ბოლდუინის სიტყვები: “ჩვენ მოხარულები ვართ რომ ლაბორატორიის დირექტორი პორფესორი კაპიცაა, რომელიც ერთდროულად ფიზიკოსიცაა და ინჟინერიც. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით ახალი ლაბორატორია დიდ წლილის შეიტანს ბუნების მოვლენების შეცნობაში“.
კაპიცამ კემბრიჯში „შეხვედრა“ სემინარები დაამკვიდრა სადაც ყველაფერზე მსჯელობდნენ. გარდა ამისა კაპიცა მშვენიერი მოჭადრაკე იყო და კემბრიჯშირის საგრაფოს ჭადრაკის პირველობაზე არაერთხელ გაუმარჯვია.
ყველაფერი ერთბაშად 1934 წელს დასრულდა, როცა მოსკოვში ვიზიტის დროს მას ბრიტანეთში დაბრუნება აუკრძალეს. კაპიცამ შეძლო არ დაცემულიყო, ხელისუფლება აიძულა პირადად მისთვის ინსტიტუტი შეექმნათ და რეზერფორდისაგან ლაბორატორია გამოესყიდათ. გააგრძელა მუშაობა და იმ ნაშრომზე რომლისთვისაც ნობელის პრემია მიიღო.
შესაძლოა „კლასიკური ბრიტანული ფიზიკური ტრადიციების“ სიყვარულმა მიიყვანა კაპიცა მის ცხოვრებაში კიდევ ერთ მნიშნელოვან გადაწყვეტილებამდე - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეექმნა ფიზიკა-ტექნიკური ფაკულტეტი რომელიც შემდეგ ცნობილ МФТИ-ით გარდაიქმნა . თავიდანვე ფაკულტეტზე სტუდენტებს მოქმედი მეცნიერები და ინჟინრები ასწავლიდნენ. ამ წამოწყებაში კაპიცას პარტნიორი კუსტოდიევის პორტრეტზე „კაპიცას მეზობელი“ ნიკოლოზ სემიონოვი იყო. მაგრამ სსრკ-ს დატოვება დაუსჯელი არ რჩებოდა. კაპიცა განთავისუფლეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პირადად მისთვის შექმნილი ინსტიტუტიდან, შემდეგ, დროთა განმავლობაში კვლავ აღდგინეს უფლებებში ....
დავუბრუნდეთ ნობელის პრემისა. ის რომ უმაღლესი ჯილდო კაპიცამ ჰელიუმის ზედენადობისთვის მიიღო ბოლომდე მართებული არ არის. ნობელის კომიტეტეის ფორმულიერბა შემდეგია - „პრემია მიენიჭა ზედაბალი ტემპერატურების სფეროში აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის“. სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ კაპიცამ პრემია ერთბაშად ორი მიღწევისთვის მიიღო.
პირველი - ჰელიუმის ზედენადობის შესახებ ფუნდამენტური აღმოჩენა და ფილიგრანული ექსპერიმენტი. კაპიცამ ფაქტიურად ელემენტის ახალი მდოგომარეობა ჰელიმი II აღმოაჩინა, როცა 2,17 К-ზე დაბალი ტემპერატურისას თხევადი ჰელიუმი კვანტური სითხესავით იქცევა და მისი სიბლანტე ნულის ტოლი ხდება. ამბობენ რომ ნილს ბორის მიერ კაპიცა სამჯერ იყო ნომინირებული პრემიაზე , მაგრამ უშედეგოდ, ხოლო ლევ ლანდაუმ პრემია ჰელიუმის ზედენადობის ახსნისთვის კაპიცაზე ბევრად ადრე მიიღო. ისიც უნდა აღინიშნოს რომ პრემია, კაპიცამ ზედენადობის შესახებ სტატიის Nature-ში გამოქვეყნებიდან ზუსტად 40 წლის შემდეგ მიიღო. ორმა სხვა მკვლევარმა, რომლებმაც ზედენადობა კაპიცასაგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს და თავისი კვლევის შედეგების ჟურნალის იმავე ნომერში გამოაქვეყნეს პრემიამდე უბრალოდ ვერ იცოცხლა.
მეორე - აირის გათხევადების ხელსაწყოს, ტურბოდეტანდერის აღმოჩენა, რომლის საშუალებითაც ჰელიუმის დიდი რაოდენობის მიღებაა შესაძლებელი. კაპიცას დანადგარი საათში სამ ლიტრ გათხევადებულ გაზს იძლეოდა. ამ გამოგონების მნიშვნელობა მხოლოდ თხევადი ჰელიმის მიღებაში არ მდგომარეობს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ომის დროს სამრეწველო მაშტაბებით თხევადი ჟანგბადის მიღების შესაძლებლობა.
ამგვარად კაპიცა ერთ-ერთია იმ ფიზიკოსებს შორის რომლებმაც ნობელის ანდერძის ორივე მოთხოვნა შეასრულეს. დინამიტის მაგნატი ითხოვდა, რომ ფიზიკის სფეროში პრემია „აღმოჩენისა და გამოგონებისათვის“ გადაეცათ. კაპიცამ ორივე შეძლო.
კაპიცას პირადი მდივნი პავლე რუბინინი იგონებდა როგორ ტარდებოდა ნობელის კვირეული. ზეიმის ორგანიზატორებმა კაპიცას და საბჭოთა დელეგაციას ტრადიცული ფრაკის ქირაობა შესთავაზეს (ცერემონაი საზეიმო დრეს-კოდს white tie ანუ ფრაკს და თეთრ ჰალსტუხ-პეპელას ითვალისწინებდა) და ზომები მოითხოვეს. კაპიცამ გაიხსენა რა თავისი ბრიტანული წარსული, განაცხადა რომ ფრაკის ქირაობა დამამცირებელია და ცერემონიის მოსკოველი სტუმრებისტვის ფრაკები მოსკოვში ცნობილ მკერავს ოხლოპკოვს დაუკვეთეს. ხოლო რეზინიანი ჰალსტუხი-პეპელას ყიდვა, რომელსაც კაპიცა ვერ იტანდა, მაინც მოუწია. საბჭოთა კავშირში გატარებული წლების მანძილზე კაპიცას დაავიწყდა როგორ იკვრება ნამდვილი ჰალსტუხი-პეპელა.
საინტერესოა ცნობილი ქართველი ფიზიკოსის, პროფესორის და საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, რობერტ ბაბლიძე მოგონებები პეტრე კაპიცაზე. ბ-ნი რობერტი უშუალოდ პეტრე კაპიცას ხელმძღვანელობით მუშაობდა, თავის დროზე. ეს სამუშაოები ჰელიუმის იზოტოპების გაყოფის კრიოგენულ მეთოდებს ეხებოდა, რაც დაკავშირებული იყო ატომურ მომბთან და სხვა დახურულ თემებთან.
მარცხნიდან - იური მამალაძე, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ჯელილ წაქაძე,
რობერტ ბაბლიძე და გიორგი გამცემლიძე.
„კაპიცასთან ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის (შემოკლებით უფტის) შემდეგ მივედი. იმ პერიოდში, როცა ისეთ დახურულ თემაზე ვმუშაობდი, როგორიცაა ჰელიუმის იზოტოპების კრიოგენული დაბალტემპერატურული თვისებების საკითხები, მინდოდა პეტრე კაპიცასთან მოვხვედრილიყავი. 25 წლის ვიყავი, როცა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის რეკომენდაციის შემდეგ, კაპიცა დათანხმდა ჩემთან შეხვედრას. კარგად მახსოვს პირველი ვიზიტის დღე. კაბინეტში შესულს თვალში მომხვდა მისი უზარმაზარი, გრძელი მაგიდა. კაპიცა წამოდგა და მკითხა: ,,როდის ჩამოხვედით და როგორ არის ნიკოლაი ივანიჩი”? ავტომატურად ვუპასუხე, კარგად მეთქი. თურმე ნიკო მუსხელიშვილზე მეკითხებოდა, რომელიც იმ დროს ავად ყოფილა, ამიტომ, ჩემმა პასუხმა ძალიან გაახარა. ასე დავიწყე კაპიცასთან მუშაობა. ეს ინსტიტუტი დახურული იყო, რადგან საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტი ატომური მომბის საკითხებზე მუშაობდა. ამერიკელებმა ამ თემაზე მუშაობა 30-იანი წლების ბოლოს და 40-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. საბჭოთა დაზვერვამ ამის შესახებ ინფორმაცია 1941 წელს, ომის დროს მოიპოვა.“
ბ-ინი რობერტი იხსენებს, რომ კაპიცა საკმაოდ რთული პიროვნება იყო: „-კაპიცა საკმაოდ რთული, მაგრამ სამართლიანი ადამიანი იყო. ამასთან ტრაგიკული ბედი ჰქონდა: პირველი ცოლი, ორი შვილი და მამა გრიპმა სახელად ,,ისპანკა” შეიწირა. ასეთი ამბავი მახსენდება: 1921 წელს კაპიცა საბჭოთა დელეგაციასთან ერთად ინგლისში გაემგზავრა. დელეგაციას აკადემიკოსი აბრამ იოფე ხელმძღვანელობდა, რომელშიც გამოჩენილი მათემატიკოსი და გემთმშენებელი ალექსი კრილოვიც შედიოდა. ინგლისში დელეგაცია იმ მიზნით გააგზავნეს, რომ იქ სამეცნიერო წიგნები და გამზომი აპარატურა შეეძინათ, რისთვისაც სახელმწიფომ სოლიდური თანხები გამოყო. ინგლისში ჩასულმა კაპიცამ რეზერფორდის ლაბორატორია ინახულა. მას სურვილი ჰქონდა, რომ იქ დაეწყო მუშაობა. კაპიცამ რეზერფორდს ჰკითხა, თუ რა სიზუსტით აკეთებდა მის სამეცნიერო გაზომვებს. რეზერფორდმა უპასუხა, 2-3%-ის სიზუსტითო. მაშინ კაპიცას უთქვამს: თუ ასეა, თავისუფლად შეგიძლიათ ჩემი სამსახურში აყვანა, რადგან ჩემი მიღება თქვენი სიზუსტის ფარგლებში შეუმჩნეველი დარჩებაო. რეზერფორდს ეს პასუხი ისე მოეწონა, რომ კაპიცა მასთან დაიტოვა და იქ 1934 წლამდე იმუშავა. ამ დროს კაპიცა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ანუ აკადემიკოსი გახდა, ოღონდ საბჭოთა მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს. პერიოდულად ჩამოდიოდა დედის მოსანახულებლად. როცა 1934 წელს კაპიცა კვლავ ესტუმრა სსრკ-ს, მას უკან გასამგზავრებელი ვიზა აღარ მისცეს .მას მოსკოვში ულტრათანამედროვე ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტი აუშენეს, რომელსაც დღემდე კაპიცნიკს ეძახიან. სწორედ აქ ვიმუშავე 10 წელზე მეტი.“
კაპიცას, თურმე, სწრაფად და იოლად შეეძლო ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოენახა გამოსავალი.
„ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ, რეზერფორდის დიდი სიმძლავრის გენერეტორის ამუშავება ვერ შეძლეს და კონსულტაციისთვის კაპიცა მიიწვიეს. ამ საქმისთვის მას 1000 ფუნტი სტერლინგი (იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა) გამოუყვეს. კაპიცამ როცა გენერატორი ნახა, ფონენდოსკოპით მოუსმინა მას და ურო მოითხოვა. ურო გენერატორს ერთ ადგილზე მოუქნია რის შემდეგაც გენერატორი ამუშავდა. ყველა გაოცებული დარჩა, მენეჯერი კი ჩაფიქრდა, 2 წუთში 1000 სტრელინგი როგორ გადავუხადოო. მაშინ, კაპიცამ ამ თანხის ასაღებად დაწერილი საბუთის ტექსტი გენიალურად შეადგინა: უროს ერთ დარტყმაში მე 1 ფუნტი მეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 999 ფუნტი კი იმაში, რომ ზუსტად გამოვიცანი ურო სად და როგორ უნდა დამერტყაო. მენეჯერმა ვერაფერი უპასუხა და კაპიცას დაპირებული თანხა გადაუხადა. ამბობენ, ეს საბუთი იმ ფირმაში დღემდე ინახებაო.“- რობერტ ბაბილიძე
ცნობილია, რომ კაპიცა რეზენფორდს თავისი მკაცრი ხასიათის გამო , მოფერებით, ,,კროკოდილი” შეარქვა. როცა რეზენფორდის ინიციატივით კაპიცას სპეცინსტიტუტი აუშენეს, მან მონდის ლაბორატორიის ფასადზე ძალიან ცნობილ ინგლისელ სკულპტორს ბარელიეფზე სტილიზებული ნიანგი გამოაკვეთინა. საზეიმოდ გახსნის დროს, როცა რეზერფორდს უთქვამს, ამ ფაქტის ახსნას ვერ ვხვდებიო, კაპიცას ასე განუმარტავს: ,,ეს ნიანგი მეცნიერების განსახიერებაა - როგორც ნიანგს არ შეუძლია უკან სვლა, ასევეა მეცნიერებაც, ისიც სულ წინ ისწრაფის”.
ბ-ნი რობერტის ინფორმაციით კაპიცა ბერიასთან ერთად ხელმძღვანელობდა ატომური ბომბის შექმნის სამუშაოებს: „როცა საბჭოთა კავშირმა ბომბზე მუშაობა დაიწყო, ამ საქმეს ბერია და კაპიცა ერთად ხელმძღვანელობდნენ, რაც იმ დროისთვის გასაიდუმლოებული ამბავი იყო. მაგრამ, ბერია და კაპიცა თურმე ვერ შეთანხმდნენ და რადგან ბერიას ვერ მოხსნიდნენ, გადაწყვიტეს კაპიცა შეეცვალათ. იგი გაათავისუფლეს ინსტიტუტის დირექტორობიდან და 1953 წლამდე საკუთარ აგარაკზე, მოსკოვიდან 50 კილომეტრში მდებარე ნიკოლინა გორაში, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ამყოფებდნენ. მე ნამყოფი ვარ მასთან ამ აგარაკზე. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება, რომლის შესახებ თბილისში დღემდე არ იციან. ეს ამბავი აკადემიკოსმა ევგენი ლიფშიცმა მომიყვა: 1937 წელს, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა აკადემიკოსი, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი ლევ ლანდაუ დააპატიმრეს, რადგან სახლში მისივე ხელით დაწერილი პროკლამაცია უპოვნეს. პროკლამაციაში ის ხალხს კომუნისტური რეჟიმის, კერძოდ კი სტალინის წინააღმდეგ გამოსვლებისკენ მოუწოდებდა. პროკლამაცია რომ მისი ხელით იყო დაწერილი, ეს ლანდაუმ თავადაც აღიარა. კაპიცამ იცოდა მისი ექსტრავაგანტული ხასიათი, ლანდაუს გამოექომაგა და განაცხადა, რომ მან ეს ნაბიჯი სპონტანურად, გაუაზრებლად გადადგაო. ეს კი, მაშინ დიდ გამბედაობას მოითხოვდა. კაპიცა ნიკო მუსხელიშვილთან მეგობრობდა. კაპიცას სიმამრი, ალექსი კრილოვი მუსხელიშვილის მასწავლებლად თვლიდა თავს. მუსხელიშვილი კი კარგ დამოკიდებულებაში იყო ბერიასთან. კაპიცამ თხოვა მას, რომ ლანდაუ, ეს ნიჭიერი ახალგაზრდა, გადაერჩინა. ნიკო მუსხელიშვილი დაპირდა დახმარებას, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ საქმეში მისი გვარი არ გაჟღერდებოდა. ამის შემდეგ ნიკო მუსხელიშვილი ბერიასთან მივიდა და სთხოვა, ლანდაუ არ გაეწირათ. სტალინს ეს ამბავი რომ გაუგია უთქვამს, თუ ასეთი ნიჭიერია, ნუ გავწირავთ, ჩემს მოკვლას კი მაინც ვერ შეძლებსო. ასე რომ, ლანდაუ გაუშვიათ. მისი გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი ბერიას მოადგილეს, ბახჩო (ბოგდან) ქობულოვს, მოუწერია. ასეთი რამ იმ დროს, 37 წელს, თითქმის შეუძლებელი იყო.“
კაპიცას ერთი სისუსტე გააჩნდა, ბავშობიდან უყვარდა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება წერილების საშუალებით.
იგი წერილებს წერდა, მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, კოლეგებს და გარდა ამისა ის უამრავ წერილს აგზავნიდა კრემლში. ოფიციალურად მას 300 წერილი აქვს გაგზავნილი კრემლში, აქედან 50 წერილი პირადად სტალინისთვის. სტალინისადმი მიწერილ წერილებში, ის ძირითადად საბჭოთა რეჟიმის მიერ შერისხული ადამიანების შეწყალებას ითხოვდა და მისი დაჟინებული წერილომანიის მეშვეობით, ბევრი სახელოვანი ადამიანის გადარჩენა შესძლო რეპრესიებისგან.