USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
პერვეტინის წყალობით, გერმანელი ჯარისკაცი ზეკაცივით გადადიოდა შეტევაზე - გერმანიამ ომის პირველი ნაწილი მოიგო ამფეტამინით და დამარცხდა ამფეტამინით
дата:  196
საინტერესო წიგნი აქვს დაწერილი გერმანელ ავტორსა და მკვლევარს ნორმან ოლერს და თემა ნარკოტიკი და ნაცისტური გერმანიაა.
 
ამ წიგნის მიხედვით, ირკვევა, რომ გერმანიის ეკონომიკური აღმასვლა ემთხვევა პერიოდს, როცა ქვეყანა (1925-1935) მორფის უმსხვილესი მწარმოებელი იყო და მისი წილი მსოფლიო ფარმაკოლოგიაში 40 %-ს შეადგენდა. მხოლოდ ბერლინში, წლიურად 200 ტონა კოკაინი და ოპიუმი იწარმოებოდა.
 
ჰიტლერის ნარკოდამოკიდებულება უცნობი არაა, მისი მხნე ხასიათის წამალი თეოდორ მორელის გამოწერილ წამლებში იმალებოდა, რაც მოგვიანებით ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, არადა ადოლფი სიგარეტსაც არ ეწეოდა, ბოლო კოლოფი, გაბრაზებულმა პირველი მსოფლიო ომის დროს მდინარეში გადააგდო, მეტიც, ის არ სვამდა ყავასაც კი, რომ დამოკიდებული არ ყოფილიყო კოფეინზე, არ იღებდა წამლებს ავადმყოფობის დროს და მაინც - მორელის დანიშნულმა ტაბლეტებმა ის ნარკოდამოკიდებული გახადა - ცნობილია, რომ ჰიტლერი შეკრულობით იტანჯებოდა და მორელის დანიშნულმა "უსაფრთხო საშუალებამ" (რომელიც ჰეროინს შეიცავდა) ადოლფი მოარჩინა. მერეც, დაღლილობაზე, უხასიათობაზე ყოველთვის მორელის დანიშნულ წამლებს იღებდა.
 
იმ დროს, როცა ნაცისტური გერმანია ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა და ნარკომანიას ებრძოდა (ვითომ), 1937 წელს კომპანია Temmler-მა პერვეტინი დააპატენტა. ამფეტამინის შემცველობის ამ პრეპარატის პლაკატებს ნახავდით ყველგან - მეტროში, სკოლებთან, რადიოს გამოცხადებისას, კინოში.
 
ტემლერმა საკუთარი პროდუქტის პრ სტრატეგია დაუკვეთა იმავე კომპანიას, ვინც მომსახურებას უწევდა coca-cola-სა და სხვა წამყვან მსოფლიო ბრენდებს.
 
მალე, პერვეტინის თითო აბი ყველა ექიმის კაბინეტში აღმოჩნდა "დასატესტად".
 
1938 წლიდან, აბებს აქტიურად სვამდნენ მუშები, სპორტსმენები და დამღლელი და სტრესულ გარემოში მცხოვრები ადამიანები. ამ პერიოდში, გერმანული ეკონომიკა ზენიტში აღმოჩნდა.
 
1939 წლიდან კი პერვეტინი ჯარის მომარაგებაში ჩაეშვა. სწორედ ამ პრეპარატის წყალობით, გერმანელი ჯარისკაცი ზეკაცივით გადადიოდა შეტევაზე. სამხედროებს აძლევდნენ დილა-საღამოს დოზას, რათა დაღლასთან ბრძოლა ადვილი გამხდარიყო.
 
პირველი შეტევები, როცა გუდერიანმა (სხვათაშორის, ტანკებს წინ მიუძღვოდა მოტოციკლით, ისეთი აღგზნებული იყო) საფრანგეთი ლამის 10 დღეში აიღო, ის პერიოდია, როცა ამფეტამინს ორგანიზმი ეჩვევა, ჯერ დამოკიდებულება არაა, ეიფორია მეტია და ჯარისკაცები დაფრინავდნენ. ამის გამო უფრო ჩაისვარეს ფრანგებმა და არა იმიტომ, რომ ბრძოლა არ იციან, ან ჯარი არ ჰყავდათ. ვერ ხვდებოდნენ რა არაადამიანური ენერგია ჰქონდათ გერმანელებს.
 
პერვეტინის ზემოქმედების შედეგად, ცნობილია შემთხვევები (საფრანგეთის იერიშის დროს), როცა სამხედრო ნაწილები 3 დღე-ღამის განმავლობაში პრაქტიკულად შეუჩერებლივ მიდიოდნენ. აღმოსავლეთის ფრონტზე კი მწირი საკვების პირობებში, 800 კალორია საჭმლის მიღებით უფრო მხნედ იბრძოდნენ, ვიდრე რუსების ჯარები.
 
ამფეტამინის ჭარბი დოზის "დამსახურება" უფრო მგონია ის, რომ გერმანელი სამხედროები არცთუისე ხშირად აუპატიურებდნენ ქალებს/კაცებს, რადგან პერვეტინის ხშირი მიღება აქვეითებს ლიბიდოს, მადას.
 
1944 წლიდან, პირველი სამხედრო გაწვევის ჯარისკაცები უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანები იყვნენ, მათი დღიური დოზა 7-8 აბიც კი იყო.
 
გერმანელი ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ წამლის დაგვიანებული მიწოდების შემთხვევისას, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს შორის ძალიან დიდი მღელვარება სუფევდა, ბრძოლისას კი მოკლულ სამხედროებს თანამებრძოლები ჯიბეებს უჩხრეკდნენ.
 
სწორედ ნარკოდამოკიდებულებამ და იმანაც, რომ ფიურერთან ერთად, ამფეტამინით გაბრუებულმა ერმა ჩათვალა, რომ ნახევარადამიანი რუსები, ბრიტანელები, ამერიკელები და სხვა ხალხები მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ, ფატალური შეცდომები დაუშვეს სამხედრო თვალსაზრისით.
 
გერმანიამ ომის პირველი ნაწილი მოიგო ამფეტამინით და დამარცხდა ამფეტამინით. საინტერესოა, რომ ნარკოტიკდამოკიდებულება სწორედ ასე მოქმედებს ადამიანზე. იწყება შინაგანი აღზევებით და მთავრდება შინაგანი დაცემით.
 
аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати