USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
პელე - აი ვის მინდა ჩემი მაისური გადავცე, ეს სიჭინავაა
თარიღი:  1494

მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე, 1965 წლის 4 ივლისს გამართულ მატჩს სსრკ-ს და ბრაზილიის ნაკრებებს შორის, 102 ათასი მაყურებელი დაესწრო. პელემ და მისმა თანაგუნდელებმა საბჭოეთის ნაკრებს მასტერკლასი ჩაუტარეს და 3:0 დაამარცხეს.

აწ გარდაცვლილმა „ფეხბურთის მეფემ“ პირველ ტაიმში მეკარე ვიქტორ ბანიკოვს გაუტანა, მეორეში კი ანზორ კავაზაშვილს. ერთი ბურთიც შუალედში ფლავიოს აქტივში ჩაიწერა. შეხვედრის დასრულების შემდეგ (ბანკეტზე), რომელშიც 5 ქართველი მონაწილეობდა (ანზორ კავაზაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი), პელემ მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა გიორგი სიჭინავას, რომელსაც მისი მეურვეობა ჰქონდა მწვრთნელებისგან დავალებული.

გიორგი სიჭინავა იხსენებდა შემდგომში: „ბანკეტზე, უცებ პელემ შემომხედა და თქვა: აი ვის მინდა ჩემი მაისური გადავცე. ეს სიჭინავაა“ - იხსენებდა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი. „ჩემი გვარი პირდაპირ დაასახელა. მოულოდნელობისგან კინაღამ იატაკზე დავეცი. ყველას გაუკვირდა, ფიქრობდნენ, რომ მან მარტო იაშინის გვარი იცოდა. შესაძლოა ვორონინისაც. ვიღაცამ იკითხა ნახევრად ჩურჩულით: „რატომ სიჭინავას ?“, პელემ კი ასე უპასუხა: „ის ისეთივე შავია, როგორც მე. მე მართლაც ძალიან ვიყავი გარუჯული“.

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის