USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
პარიზის მთავარ ქუჩებში საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა
дата:  646

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის ქალაქებში: პარიზსა და ლიონში საქართველოს შესახებ მოძრავი ბანერები განთავსდა. პარიზში, შანზელიზეს, შარლ დე გოლისა და სხვა ტურისტულად დატვირთულ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი 30-ზე მეტი ბანერია წარმოდგენილი, სადაც გამვლელებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, ქალაქებს, კულტურასა და საინტერესო ადგილებს. კამპანიის ფარგლებში, ბანერები საფრანგეთის ქალაქებში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდება.

კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„საფრანგეთში მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია, პარიზისა და ლიონის ქუჩებში საქართველოს ხედებია გამოფენილი. ჩვენ გვაქვს „როუდ შოუები“, B2B შეხვედრები, პრეზენტაციები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, სადაც ტურისტებს მოვუწოდებთ, რომ წელს საქართველო აირჩიონ სამოგზაურო მიმართულებად“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати