პაკისტანპაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროსმა ირანს სარაკეტო თავდასხმაზე ასევე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა. ოფიციალური ისლამაბადის ცნობით, მათ იერიში მიიტანეს „ტერორისტების თავშესაფრებზე“ სისტანი და ბელუჯისტანის პროვინციაში.
ირანული მედიის ცნობით, პაკისტანის დარტყმების შედეგად 3 ქალი და 4 ბავშვი დაიღუპა.
„პაკისტანი სრულად სცემს პატივს ირანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ საპასუხო სარაკეტო იერიში ადასტურებს იმას, რომ პაკისტანი მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას ნებისმიერი სახის საფრთხისგან“, - განაცხადეს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
16 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე, ბელუჯისტანის პროვინციაში დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ორ შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შემდეგ პაკისტანმა ირანიდან თავისი ელჩი გაიწვია და განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს ირანის ქმედებებს.