USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
პაკისტანმა ირანს სარაკეტო დარტყმებით უპასუხა
თარიღი:  

პაკისტანპაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროსმა ირანს სარაკეტო თავდასხმაზე ასევე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა. ოფიციალური ისლამაბადის ცნობით, მათ იერიში მიიტანეს „ტერორისტების თავშესაფრებზე“ სისტანი და ბელუჯისტანის პროვინციაში.

ირანული მედიის ცნობით, პაკისტანის დარტყმების შედეგად 3 ქალი და 4 ბავშვი დაიღუპა.

„პაკისტანი სრულად სცემს პატივს ირანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ საპასუხო სარაკეტო იერიში ადასტურებს იმას, რომ პაკისტანი მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას ნებისმიერი სახის საფრთხისგან“, - განაცხადეს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

16 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე, ბელუჯისტანის პროვინციაში დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ადლის“ ორ შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შემდეგ პაკისტანმა ირანიდან თავისი ელჩი გაიწვია და განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს ირანის ქმედებებს.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის