USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
პაატა კოღუაშვილი: სასწრაფოდ შესაცვლელია საარსებო მინიმუმის დონე საქართველოში
дата:  792

ხორცის მოხმარების ნორმა საქართველოსი 80 გრ/დღ-ში და ეს 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულს.

საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება, შრომისუნარიანი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა (. სასურსათო კალათა) და ასევე პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა და მომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისაგან (საბაზრო ფასებით).

საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაშიარასრულფასოვნად იკვებება, ვერ ახერხებს რეალური ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად შედარებით ძვირადღირებული პროდუქციის (ხორცი, რძისა და რძის პროდუქტები, თევზი, ხილი, ბოსტნეული) შესყიდვა-მოხმარებას და ძირითადად იაფფასიანი პროდუქტით – პურით, იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე, რაც რაციონის თითქმის ნახევარს შეადგენს, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი რაციონში მხოლოდ 12-15%-ია ყოველივე ამის გამო, მოსახლეობა წლების განმავლობაში განიცდის ცილოვან დეფიციტს, ვიტამინებისა და მიკრო ელემენტების ნაკლებობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში უახლოეს მომავალში გადასაჭრელი პრობლემებიდან უპირველესს სწორედ მოსახლეობის კვების რაციონის გაუმჯობესება და მისი განმსაზღვრელი პირობის –სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

მისი გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. მასში მოიაზრება ქვეყნის უნარი (საშუალება) უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა ძირითადი საკვები პროდუქტებით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. ამის გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არათუ საარსებო მინიმუმის დონეზე მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, არამედ გაიზრდება ხელისუფლების მოტივაცია და „ცდუნება“, გადასინჯოს ეს ნორმები შემცირების მიმართულებით დე-ფაქტო მდგომარეობის უკეთ წარმოჩენის მიზნით, როგორც ეს ერთხელ უკვე განხორციელდა 2003 წელს. კერძოდ, 2003 წლის 8 მაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს #111-ნ ბრძანებით დაამტკიცა ნორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, ისე მანამდე მოქმედ ნორმებს: მაგალითად, ხორცის მოხმარების ნორმა 80 გრ/დღ 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულს (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ (!) 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის განახევრდა 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შემცირდა 100 გრამიდან 55 გრამამდე. ხოლო იაფფასიანი პროდუქტის – პურის მოხმარების ნორმა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საერთაშორისო სტანდარტს (200 გრ/დღ), გაიზარდა 350 გრამიდან 400 გრამამდე დღეში (!).

ამგვარი მეთოდოლოგიური მანიპულაციის შედეგად, ფიზიოლოგიურ ნორმად ჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდენობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა. ასე მარტივად „მოგვარდა“ სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა – ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის და სათანადო ღონისძიებების გატარების გარეშე. შედეგად – ამ ე.წ. „ნორმების“ მიხდვით ვიზუალურად ჩვენი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მდგომარეობა „არც თუ ისე სავალალოდ“ გამოჩნდა (!).

მაგრამ ეს ნორმები, მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ, მათ შორის აშშ-ში რეკომენდირებულ ნორმებს: ხორცზე 3.2–ჯერ, რძის პროდუქტებზე 3–ჯერ, ხილზე 2,3–ჯერბოსტნეულზე – 2–ჯერაღნიშნულის გამო საქართველოში მოსახლეობის საკვებ რაციონში ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების:ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობაც მნიშვნელოვნად შეკვეცილია.

მთლიანობაში, აღნიშნული ფარსი განხორციელებული იქნა სასურსათო კალათის განსხვავება, რაც რეალურ კალათასა და პენსიებს შემწეობებსა და არსებობისათვის საჭირო თანხებს შორის არსებობდა (და სამწუხაროდ დღესაც არსებობს). ამ ღონისძიებით ხელისუფლება შეეცადა დაეფარა სურსათის მოთხოვნა–მოხმარების შორის არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამოებანი და შეექმნა ნორმალურ მდგომარეობასთან მიახლოებული ვიზუალური სურათი.

მიუხედავად ასეთი შემცირებისა, საქართველოში დღეისათვის არსებული სურსათის რესურსების მოცულობა (კვერცხის გამოკლებით) მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო ოპტიმალურს, არამედ კრიტიკულსაც კი. ის, რომ 2011-2019 წლებში საქართველოში იმპორტირებულია 11.0 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია (ქვეყნის 2019 წლის მშპ-ის 92.5%) მიუთითებს აგრარული სექტორის სერიოზულ ჩამორჩენაზე და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის (რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება– მოსახლეობის უზრუნველყოფა: 1.საჭირო რაოდენობის სურსათით; 2. სრულფასოვანი და დაბალანსებული სურსათით; 3. უვნებელი სურსათით; 4. ხელმისაწვდომი სურსათით) არასაკმარის დონეზე.

ამჟამად მოქმედი საარსებო მინიმუმი არარეალურია – იგი ქმნის მცდარ სურათს მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობაზე, ილუზიასრომ მისი საკვები რაციონი (რომელიც სრულიად აცდენილია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებსნორმალურია. შედეგად, მათზე ორიენტირება მოსახლეობის სხვადასხვა მძიმე დაავადებების მსხვერპლად გახდომის რისკს ზრდის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკა სასწრაფოდ შესაცვლელია, ხოლო რეალური საარსებო მინიმუმის დადგენისათვის საჭიროა:

1.აღვადგინოთ და დავეყრდნოთ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებულსაქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილ რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს2.ამ ნორმების საფუძველზე სასურსათო კალათის შედგენისას გამოვიყენოთ დღევანდელი ფასების გათვალისწინებით სურსათზე გასაწევი რეალური ხარჯების მაჩვენებელი. შევაჭრებისას ფასდაკლების 13,5%-ანი კოეფიციენტი ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, რეალურად კი, 2-3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. 3.საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათას უნდა დაეთმოს არა70% (რაც ყოველად მიუღებელია) არამედ 50% და სასურსათო მინიმუმში საკვები პროდუქტებისა და სხვა ხარჯების თანაფარდობა უნდა იყოს არა 70/30–ზე, არამედ 50/50-ზე, თუ დაცული იქნება დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული პროპორცია კალორიების მცენარეული და ცხოველური წარმომავლობის მიხედვით (40/60-ზე, ნაცვლად ამჟამინდელი 60/40-სა), ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ყოველი 1000 კკალ-ის ღირებულებას: ცხოველური  წარმომავლობის კალორიები მცენარეული წარმომავლობის კალორიებზე 5-6-ჯერ უფრო ძვირი ჯდება (მაგალითად, პურისა და საქონლის ხორცის მიხედვით ეს სხვაობა საქონლის ხორცის „სასარგებლოდ“, ბოლო მონაცემებით, უკვე 13-ჯერადია) და ეს სხვაობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. პროპორციების ცხოველური წარმომავლობის კალორიების სასარგებლოდ შეცვლით საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საბოლოოდ მოგვცემს დაახლოებით 450 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს (ვფიქრობ, ეს წინადადება პირველი ნაბიჯისათვის მისაღები და მისაწვდომი უნდა იყოს ხელისუფლებისათვის).

რეალობის ადექვატური ღირებულების საარსებომ ინიმუმის ცხოვრებაში გასატარებლად საჭირო გახდება სოციალური პროგრამების აქტიური განხორციელება სახელმწიფოებრივ დონეზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების, პენსიების, შემწეობების მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და სხვა ეს გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს, ხელმისაწვდომობას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურების სხვადასხვა სფეროებზე.

პაატა კოღუაშვილი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

 

 

 

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати