USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Тбилиси
პაატა ბერიძე- გერმანიაში მცხოვრები ქართველი მესაყვირე, მუსიკოსი
дата:  1054
ადამიანი როდესაც ერთ გეოგრაფიულ მდგომარეობაში იბადები, ყველაფერს ერთი რაკურსით უყურებ. ამიტომ სხვა გარემოშიც უნდა მოსინჯო ძალები, რომ დარწმუნდე ვინ ხარ, რასთან გაქვს საქმე და რამდენად რეალიზებადია შენი შესაძლებლობები.
 
ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა ჰაერის გამოცვლა და გერმანიაში, ქალაქ აუსბურგში სწავლის გაგრძელების მიზნით 2015 წელს ჩამოვედი. საშემსრულებლო ტექნიკა მინდოდა გამეღრმავებინა. გერმანიაში ფასეულობების გადაფასების საშუალება მომეცა. მივხვდი, რომ რასაც მანამდე ვაკეთებდი, არასწორი იყო, ხოლო რაც უმნიშვნელოდ მიმაჩნდა, ის ბაზისი და მნიშვნელოვანი ყოფილა. ჩემს თავთან მარტო აღმოვჩნდი, საკუთარ თავთან მუშაობის კულტურა მასწავლა გერმანიამ, დიდი გამოცდილება შევიძინე. მივხვდი, რომ შედეგის მისაღწევად ინსტრუმენტალისტს სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, საკუთარი ძალების და ემოციების კონტროლი. იმისთვის, რომ ერთი ლამაზი კონცერტი ჩაატაროს მუსიკოსმა, საჭიროა უსაზღვრო ენერგია. თუ არ გიყვარს მუსიკა, ყოველ დღე სათანადოდ ვერ დაუთმობ რუტინას დროს. ეს დრო უნდა აღიქმებოდეს როგორც მუშაობა და არ უნდა იყოს უქმად დახარჯული დრო. უნდა იცოდე, რომელი მუსიკოსი გიყვარს და რატომ. უნდა ფლობდე ინფორმაციას, რომ თქვა რატომ მოგწონს ეს მუსიკოსი ან ეს კომპოზიტორი. მუსიკოსმა უნდა უსმინოს მუსიკას და უსმინოს სწორად. სწორად მუსიკის მოსმენა ზრდის მას და ეხმარება როგორც საკუარი თავის განვითარებაში, ასევე მის ირგვლივ გარემოს კარგად გაცნობაში. მინიმუმ ერთი ალბომი მაინც უნდა გქონდეს მოსმენილი, რომ ფლობდე ინფორმაციას. მთელ ამ სამყაროს უნდა ხედავდე და გესმოდეს, ეს არის მუსიკის სიყვარული.
 
გერმანიაში რასაც ვნახავ, ყველაფერს ქართულს ვადარებ. მაგალითად საყვირის ინსტრუმენტი ან სანოტო სისტემა, რომელიც ყოველთვის რთულად მოიძიებოდა საქართველოში. აქ რომ რაღაცას ვიპოვი, ძალიან მიხარია, შეფასების სხვა კრიტერიუმები მაქვს. ვიცი ცუდი ინსტრუმენტის შედარება სხვა ინსტრუმენტთან.. ერმანულ განათლების სისტემაში დიდი განსხვავებაა ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის. როდესაც ხარისხს იღებ, სხვა დამოკიდებულება ჩნდება შენს მიმართ. თუმცა ერთი მაგისტრატურის ან დოქტურანტურის დამთავრება საკმარისი არ არის, მუდამ ძიებაში ხარ, გინდა განათლება სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ქვეყანაში მიიღო.
 
პანდემიის დროს, ჩემი დიდი ხნის მიზანი განვახორციელე, ჩავწერე ხმოვანი წიგნი, რომელიც უსინათლო ადამიანებს ეძღვნება, მათ, ვისაც მუსიკა უყვართ. ასევე დავასრულე პროექტი, რომელზეც 4-5 წელი ვმუშაობდი. რენესანსიდან ახალ მუსიკამდე, ყველა კომპოზიტორის დაბადებების და გარდაცვალების პერიოდები ერთ ინფოგრაფაში ჩავსვი. სხვადასხვა ეპოქა იქნება, დამწყები მუსიკოსები შეძლებენ მარტივად დააკავშირონ და აღიქვან სხვადასხვა დროსა და სივრცეში მოღვაწე კომპოზიტორები. როდესაც გაიგებ, რომ მელიტონ ბალანჩივაძე და დებიუსი ერთ წელიწადს დაიბადნენ , შენს ცნობიერებაში რაღაცეები იცვლება, ხვდები, რამდენად განსხვავებული კულტურაა სხვადასხვა ეპოქაში და გეოგრაფიულ მდგომარეობაში, რამდენად გასხვავებული სტილის მუსიკას წერდნენ ეს ადამიანები, ასეთი და სხვა უამრავი კომპოზიტორის გადაკვეთის წერტილი ბევრ ინფორმაციას გვაძლევს.
 
მუსიკოსს შეიძლება უყვარდეს სხვადასხვა ჟანრი, მაგრამ აუცილებლად უნდა ფოკუსირდეს რომელიმეზე. ყველაფერი ერთიანად არ გამოდის. სწავლის პროცესში ყველაფერი უნდა დააგემოვნო, გაიგო, შეეხო, განიცადო და ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება. საკუთარი თავის პოვნა და ძიება მნიშვნელოვანი პროცესია. ამ პროცესს დიდი დრო და ენერგია სჭირდება. როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში ხარ თავდაჯერებული და არ გჭირდება სხვების დახმარება, შენ ხარ პასუხისმგებელი შენი გადაწყვეტილების სისწორეზეც, ეს არის წარმატება მუსიკოსისთვის.
общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати