„ქართული ლეგიონის“ მებრძოლი, 25 წლის ზურა ზაალიშვილი.
სანამ უკრაინაში ჩამოვიდოდა, საქართველოში ცხოვრობდა, რა დროსაც ჯარიდან გაწვევა მიიღო, თუმცა „ვიშკაზე“ დგომის თავიდან ასარიდებლად აიღო გირჩის ე.წ ბიბლიური თავისუფლების საბუთი, რითაც იძულებითი სამხედრო სამსახურიდან თავი გაითავისუფლა.
2021 წელს უკრაინაში ჩამოვიდა და რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე კიევში ცხოვრობდა- არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა----
2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო დიდი ომი, სრული ქაოსი, რომელიც მთელს უკრაინას დაატყდა თავს. ინტერვენციის პირველივე დღეს ზურამ მეგობრები ქალაქიდან გაიყვანა, თუმცა რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა და გზად ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთ მებრძოლს შეხვდა, რომელიც მძიმე „შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა“ , გამოართვა მისი კუთვნილი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და იმავე დღეს 4 დივერსანტი დააკავა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს "გადასცა"....
ამ ამბის შემდეგ გადაწყვიტა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეერთებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო არ დარჩა და დაუკავშირდა საერთაშორისო ლეგიონს, არც იქ გაჩერდა და ბოლოს ქართულ ლეგიონში ჩაეწერა, რომლის სახელითაც დღემდე იბრძვის საბრძოლო მოქმედებათა ველზე.
ქართულ ლეგიონში 120მმ-იან ნაღმტყორცნზე გაიარა გადამზადება და იმდენად პროფესიონალური ცოდნა დააგროვა, რომ ნაღმტყორცნის გათვლაში მემიზნის ფუნქცია შეითავსა, ასევე ხარკოვის 92-ე მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო ნაწილში არაერთი ნაღმტყორცნის ჯგუფს ჩაუტარა ინსტრუქტაში და მოამზადა ბრძოლისთვის.
უახლოეს მომავალში ელოდება პროფესიულ ზრდას, თუმცა ეს ჯერ საიდუმლოა და მოგვიანებით მოვყვებით....
როდესაც ზურასთან ინტერვიუს ვწერდით, გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი 2022 წლის თებერვლიდან როდესაც მამამისი დაუკავშირდა- „ ომი როდესაც დაიწყო, მამაჩემმა დამირეკა და ასე მითხრა: თუ ვირთხასავით დაიმალები, რუსზე ადრე გიპოვი და მე მოგკლავ, ზადნი გათიშე და წადი, ჯიგარი ხარ მეთქი ვუთხარი და წავედი საომრად.“
ზურას მამა 1991-1993 წლებში სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.....
ზურა ერთ-ერთია იმ ქართველი გმირებიდან, რომლის შესახებაც საქართველომ უფრო მეტი უნდა იცოდეს- სწორედ ამიტომ, ჩვენ, რუსული სამხედრო პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი ალფა სიხშირე / alpha frequency-ის გუნდი ვაგრძელებთ ქართველ მეომრებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას და ძალიან მალე იხილავთ/მოისმენთ ჩვენს ბიჭებზე, მათ თავგანწირვასა და პროფესიონალიზმზე ისეთ ისტორიებს, რომლითაც აუცილებლად იამაყებთ.