აშშ-ის არმიის გენერალი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი კიევსა და დასავლეთს აფრთხილებს, გამოიჩინონ სიფხიზლე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე ბოლო დროს მიღწეული წარმატებების მიმართ
„ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის. ასე რომ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, შევინარჩუნოთ მზადყოფნის მაღალი დონე, სიფხიზლე“, - აღნიშნა.
მისი თქმით, ომი ახალ ფაზაშია შესული, როდესაც უკრაინულმა ძალებმა სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდეს ხელში და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით ბოლო დღეების განმავლობაში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნეს.
„ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორი იქნება რუსეთის რეაგირება ამაზე“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუ რუსული ჯარების მიმართ ზეწოლა გაგრძელდება, მოსკოვს ამაზე სერიოზული რეაგირება ექნება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.