USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ოთხ ვარსკვლავიანი გენერალი მილი: ომი რუსეთისთვის კარგად არ მიდის
Date:  595

აშშ-ის არმიის გენერალი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი კიევსა და დასავლეთს აფრთხილებს, გამოიჩინონ სიფხიზლე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე ბოლო დროს მიღწეული წარმატებების მიმართ

„ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის. ასე რომ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, შევინარჩუნოთ მზადყოფნის მაღალი დონე, სიფხიზლე“, - აღნიშნა.

მისი თქმით, ომი ახალ ფაზაშია შესული, როდესაც უკრაინულმა ძალებმა სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდეს ხელში და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით ბოლო დღეების განმავლობაში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნეს.

„ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორი იქნება რუსეთის რეაგირება ამაზე“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუ რუსული ჯარების მიმართ ზეწოლა გაგრძელდება, მოსკოვს ამაზე სერიოზული რეაგირება ექნება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way