USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
ცოტა რამ თბილისში მრავალ ადგილას დარგული ე.წ. "შხამიანი"ოლეანდრას შესახებ
Date:  1778

ოლეანდრი Nerium oleander ევრაზიის სუბტროპიკული ზონის მარადმწვანე, ხეშეშფოთლიანი დიდი ბუჩქი ან პატარა ხეა. ბუნებრივად მისი ყვავილი ვარდისფერია, ზოგჯერ თეთრი. ყვავის უხვად მთელი ზაფხულის განმავლობაში, რაც მისი მთავარი დეკორატიული ღირსებაა. გამოყვანილია კულტივარები სხვადასხვა შეფერილობით: თეთრი, კრემისფერი, ატმისფერი, ვარდისფერისა და წითლის სხვადასხვა ტონებით. არის როგორს სადა, ისე ბუთხუზაყვავილიანი ჯიშები.

ოლეანდრი სითბოს მოყვარული მცენარეა. ზამთრის ხანმოკლე ყინვას კარგად უძლებს, მაგრამ თუ გახანგრძლივდა, იყინება. თოვლიანი ზამთრის პირობებში ეყინება ტოტების წვეროები და ფოთლები, თუმცა გაზაფხულზე დაზიანებებს ადვილად მოიშუშებს. გვალვის ამტანია, მაგრამ, წყლის ნაკლებობისას ყვავილობის ხანგრძლივობა მკვეთრად მცირდება. ჰაერის სიმშრალეს კარგად ეგუება, ამიტომ, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მცენარეებს შორის, რომლებიც თბილისში ხანგრძლივად ყვავილობენ.

ოლეანდრი ცნობილია, როგორც ძლიერ შხამიანი მცენარე. 

 “ყველაზე საშიში ტოქსიკური ყვავილია ყველასთვის ცნობილი ოლეანდრა, რამაც შეიძლება გარდაცვალება გამოიწვიოს. მისი ყველა ნაწილი ტოქსიკურია, განსაკუთრებით ფოთლები. ძალიან შხამიანი წვენი აქვს. მისი ფოთოლი, ღერო, ტოტი არ დაღეჭოთ, არ შეაჭამოთ ცხოველებს ან ფრინველებს, რადგან ისინი სწრაფი სიკვდილით დაიხოცებიან. ამიტომაც არის, რომ ამ მცენარის ფოთლებსა და ყვავილებზე ხშირად ნახავთ მკვდარ ბუზებსა და მწერებს, რაც მცენარის მომაკვდინებელი შხამით არის გამოწვეული. მასთან შეხების შემდეგ ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ.”-ბიოლოგიის მეცნიერების აკადემიური დოქტორი, ქალბატონი როზა ბიძინაშვილი

ოლეანდრით მოწამვლის შემთხვევაში ადამიანს აღენიშნება პირის წვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, პულსის შენელება, გონების დაკარგვა და საბოლოოდ ლეტალური შედეგი – გარდაცვალება.

ოლეანდრით მოწამვლა ხშირად შეიძლება ძალიან ჰგავდეს გულის შეტევას. ამიტომ, პირველ რიგში, სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ, მაგრამ თუ ზუსტად იცით, რომ ოლეანდრასთან ჰქონდა ადამიანის შეხება, სანამ დახმარება მოვა, პირველ რიგში უნდა გამოიწვიოთ გულისრევა, სასწრაფოდ უნდა დალიოთ რძე ან უმი კვერცხის ცილა. ოლეანდრის ანტიდოტი ატროპინია.

ლიტერატურაში დაფიქსირებულია მოწამვლის შემთხვევები, რომლებიც გამოწვეული იყო ოლეანდრის ტოტების გამოყენებით ჰოთდოგებისა და სხვა საკვების შესაწვავად. ასევე, ითვლება, რომ ნაპოლეონის ზოგიერთი ჯარისკაცი დაიღუპა ესპანეთში, როდესაც ისინი იყენებდნენ ოლეანდრის ჩხირებს ხორცის შესაწვავად. რაც შეეხება ყვავილს, იგი იმდენად საშიშია, რომ ფუტკრების მიერ დამზადებული თაფლიც კი, რომლებიც ოლეანდრის მცენარეს ნექტარს იყენებენ, შხამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ ოლეანდრა მსოფლიოს შხამიან მცენარეების ათეულში შედის, მსოფლიოს ბევრ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც ის ბევრგანაა დარგული და მისგან ჯერ არავინ მოწამლულა.

ოლეანდრა ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო და აფხაზეთში ეზო არ არის ოლეანდრები რომ არ ქონდეთ და მოწამვლის შემთხვევები არც იქ არის დაფიქსირებულიю

ოლეანდრე ითვლება იაპონიის ქალაქ ხიროსიმის სიმბოლოდ, რადგან 1945 წლის ატომური დაბომბვის შემდეგ ოლეანდრე იყო პირველი ხე-მცენარე რომელმაც ყვავილობა დაიწყო ხიროსიმაში.

 

sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way