ყოველდღიურ ცხოვრებაში სასურსათო მაღაზიებში სიარული და სურსათ-სანოვაგის ოჯახში მოტანა ბევრი ადამიანისათვის საკმაოდ სტრესულ პროცედურად იქცა, რადგან გვიწევს მოტანილი ნობათის რეცხვა, დეზინფექცია და ხშირად კომიკურ სიტუაციებამდეც მივდივართ დაინფიცირების შიშით. ასეთ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ იცავენ დიდი თუ მცირე მარკეტები, სავაჭრო ქსელები, საკვები პროდუქტების მწარმოებლები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და რამდენად დაცულია მომხმარებელი პოტენციური საფრთხისგან.
გვესაუბრება კომპანია "ეკოსთიმსერვისის" წარმომადგენელი, ქ-ნი ნანა კიკნაძე- სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, HACCP-ის სისტემის კონსულტანტი, რომელიც მოგცემს რეკომენდაციებს დეზინფექციის პროცედურის სწორად წარმართვის შესახებ.
- ქალბატონო ნანა, როგორც ცნობილია თქვენი კომპანია, “ეკოსთიმსერვისი” სადეზინფექციო სამუშაოებს აწარმოებს ორთქლის თანამედროვე ტექნოლოგიებით, რას გვეტყვით ორთქლით დამუშავების უპირატესობის შესახებ ?
მოგახსენებთ, რომ კომპანია „ეკოსთიმსერვისი“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურებების სხვადასხვა მიმართულებით, ესაა დეზინფექცია, დეზინსექცია,დერატიზაცია; ასევე შრომის უსაფრთხოება და HACCP ის სისტემის დანერგვა.ზემოთ აღნიშნული მომსახურებები აბსოლუტურ თანხვედრაშია ეროვნულ საკანონმდებო მოთხოვნებთან და ასევე, სრულად შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ რეგულაციებს.
რაც შეეხება, უშუალოდ ორთქლით სადეზინფექციო სამუშაების ჩატარების უპირატესობას, „ეკოსთიმსერვის“-ის მაღალტექნოლოგიური ორთქლის დანადგარი მაღალი წნევით გამოყოფს სადეზინფექციო ხსნარს ორთქლის სახით, რაც უზრუნველყოფს 100%-იან შეღწევადობას ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი, ანადგურებს მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს და ვირუსებს.
აღნიშნული სამუშაოები ტარდება მშრალი ორთქლით, რაც უზრუნველყოფს ზედაპირებისა და საგნების მშრალ მდგომარეობაში შენარჩუნებას და არ საჭიროებს დამატებით გადარეცხვას. აღნიშნული სამუშაო ასევე უსაფრთხოა ელექტრო მოწყობილობებისთვის და არ აზიანებს მათ.
ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დღვანდელი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული მეთოდით დეზინფექიის ჩატარება მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა ყველა ტიპის სასურსათო (და არა მხოლოდ) მაღაზიისათვის, რასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 181- ე დადგენილება.
განსხვავებით ძველი მეთოდებისგან, ორთქლით დეზინფექცია საშუალებას იძლევა უშუალოდ, ღიად დამუშავდეს მაღაზიის თაროებზე განთავსებული შეფუთული პროდუქცია, ასევე ხილი და ბოსტნეული.
-შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელი სავაჭრო ქსელები სარგებლობენ თქვენი მომსახურებით?
მომართვიანობა ბიზნეს სუბიექტებისგან ბოლო პერიოდში გასაგები მიზეზების გამო საკმაოდ გაზრდილია. მაგალითისათვის შემიძლია დაგისახელოთ მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი", "ლიტვური საცხობი", "დიპლომატ ჯორჯია", "სანტე ჯი ემ თი პროდუქტები", "კოკა-კოკა ბოთლერს ჯორჯია", "ჰუალინგ ჯგუფი"; ასევე რესტორნების ქსელი -"ბაბილო", "თაღლაურა", "წისქვილი" და სხვ.
- გვინდა გთხოვოთ მოგვცეთ რეკომენდაციები, რამდენად სწორია მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტის რეცხვა ჭურჭლის ჟელეს გამოყენებით, ასევე გავრცელებული მეთოდია ძმრიანი წყლის გადავლება ხილ-ბოსტნეულზე, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და სწორია ჩვენი მოქალაქეების სიფრთხილე. ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ზომა მისაღებია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ძნელია ყველა პროდუქტის დეზინფიცირება სახლის პირობებში, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორი მიუდგეს პასუხისმგებლობით საკუთარ მომხმარებელზე ზრუნვას და მაქსიმალურად დაიცვას არსებული რეკომენდაციები. თითოეულმა ობიქტმა უნდა განათავსოს შესასვლელთან სადეზინფექციო საშუალებები, ყველა ვიზიტორი უნდა იყოს აღჭურვილი პირბადით და ერთჯერადი ხელთათმანებით. კომპლექსურად ყველა ამ ღონისძიების შესრულების შემთხვევაში, რისკები საგრძნობლად შემცირდება.
„ეკოსთიმსერვისი“ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები, მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით.
„ეკოსთიმსერვისი“ მზად არის ნებისმიერ დროს გაგიწიოთ კონსულტაციები.
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს www.ecosteamservice.com
(R)