USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
ორთქლით დეზინფექცია- უსაფრთხო მეთოდი როგორც შეფუთული პროდუქტის, ისე ხილ- ბოსტნეულის დეზინფექციისათვის
Date:  5393

ყოველდღიურ ცხოვრებაში სასურსათო მაღაზიებში სიარული და სურსათ-სანოვაგის ოჯახში მოტანა ბევრი ადამიანისათვის საკმაოდ სტრესულ პროცედურად იქცა, რადგან გვიწევს მოტანილი ნობათის რეცხვა, დეზინფექცია და ხშირად კომიკურ სიტუაციებამდეც მივდივართ დაინფიცირების შიშით. ასეთ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ იცავენ დიდი თუ მცირე მარკეტები, სავაჭრო ქსელები, საკვები პროდუქტების მწარმოებლები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და რამდენად დაცულია მომხმარებელი პოტენციური საფრთხისგან. 

გვესაუბრება კომპანია "ეკოსთიმსერვისის" წარმომადგენელი, ქ-ნი ნანა კიკნაძე- სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, HACCP-ის სისტემის კონსულტანტი, რომელიც მოგცემს რეკომენდაციებს დეზინფექციის პროცედურის სწორად წარმართვის შესახებ.

- ქალბატონო ნანა, როგორც ცნობილია თქვენი კომპანია, “ეკოსთიმსერვისი” სადეზინფექციო სამუშაოებს  აწარმოებს ორთქლის თანამედროვე ტექნოლოგიებით, რას გვეტყვით ორთქლით დამუშავების  უპირატესობის შესახებ ?

მოგახსენებთ, რომ კომპანია „ეკოსთიმსერვისი“  2017 წლიდან ფუნქციონირებს  ქართულ ბაზარზე სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურებების სხვადასხვა მიმართულებით, ესაა დეზინფექცია, დეზინსექცია,დერატიზაცია; ასევე შრომის უსაფრთხოება და HACCP ის სისტემის დანერგვა.ზემოთ აღნიშნული  მომსახურებები აბსოლუტურ თანხვედრაშია ეროვნულ საკანონმდებო მოთხოვნებთან და ასევე, სრულად შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ რეგულაციებს.

რაც შეეხება, უშუალოდ ორთქლით სადეზინფექციო სამუშაების ჩატარების უპირატესობას, „ეკოსთიმსერვის“-ის მაღალტექნოლოგიური ორთქლის დანადგარი მაღალი წნევით  გამოყოფს სადეზინფექციო ხსნარს ორთქლის სახით, რაც უზრუნველყოფს 100%-იან შეღწევადობას ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი, ანადგურებს  მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს და ვირუსებს.

აღნიშნული სამუშაოები ტარდება მშრალი ორთქლით, რაც უზრუნველყოფს  ზედაპირებისა და საგნების მშრალ მდგომარეობაში შენარჩუნებას და არ საჭიროებს დამატებით გადარეცხვას. აღნიშნული სამუშაო ასევე უსაფრთხოა ელექტრო მოწყობილობებისთვის და არ აზიანებს მათ.

ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დღვანდელი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული მეთოდით დეზინფექიის ჩატარება მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა ყველა ტიპის სასურსათო  (და არა მხოლოდ) მაღაზიისათვის, რასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 181- ე დადგენილება.

 განსხვავებით ძველი მეთოდებისგან, ორთქლით დეზინფექცია საშუალებას იძლევა უშუალოდ, ღიად დამუშავდეს მაღაზიის თაროებზე განთავსებული შეფუთული  პროდუქცია, ასევე ხილი და ბოსტნეული.

-შეგიძლიათ დაგვისახელოთ რომელი სავაჭრო ქსელები სარგებლობენ თქვენი მომსახურებით?

მომართვიანობა ბიზნეს სუბიექტებისგან ბოლო პერიოდში გასაგები მიზეზების გამო საკმაოდ გაზრდილია. მაგალითისათვის შემიძლია დაგისახელოთ  მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი", "ლიტვური საცხობი", "დიპლომატ ჯორჯია", "სანტე ჯი ემ თი პროდუქტები", "კოკა-კოკა ბოთლერს ჯორჯია", "ჰუალინგ ჯგუფი"; ასევე რესტორნების ქსელი -"ბაბილო", "თაღლაურა", "წისქვილი" და სხვ. 

- გვინდა გთხოვოთ მოგვცეთ რეკომენდაციები, რამდენად სწორია მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტის  რეცხვა  ჭურჭლის ჟელეს გამოყენებით, ასევე გავრცელებული მეთოდია ძმრიანი წყლის გადავლება ხილ-ბოსტნეულზე, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და სწორია ჩვენი მოქალაქეების სიფრთხილე. ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ზომა მისაღებია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ძნელია ყველა პროდუქტის დეზინფიცირება სახლის პირობებში, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორი მიუდგეს პასუხისმგებლობით საკუთარ მომხმარებელზე ზრუნვას და მაქსიმალურად დაიცვას არსებული რეკომენდაციები. თითოეულმა ობიქტმა უნდა განათავსოს შესასვლელთან სადეზინფექციო საშუალებები, ყველა ვიზიტორი უნდა იყოს აღჭურვილი პირბადით და ერთჯერადი ხელთათმანებით. კომპლექსურად ყველა ამ ღონისძიების შესრულების  შემთხვევაში, რისკები საგრძნობლად შემცირდება. 

„ეკოსთიმსერვისი“ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები, მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით.

„ეკოსთიმსერვისი“ მზად არის ნებისმიერ დროს გაგიწიოთ კონსულტაციები.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს www.ecosteamservice.com 

 

 

(R)

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way