USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«Foreign Affairs»(აშშ): „ომებში გახვეული მსოფლიო: კონფლიქტების გლობალური აფეთქება“
Date:  659

ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ომებში გახვეული მსოფლიო: კონფლიქტების გლობალური აფეთქება“ (ავტორი -პიტერ სოლსბერი). როგორც მასალაშია აღნიშნული, პლანეტაზე კონფლიქტების რიცხვი მატულობს, მშვიდობისმყოფლობა კი კლებულობს - შუამავლებს რეალური ზავისა და მშვიდობის მიღწევა აღარ შეუძლიათ. სტატიის ავტორები თვლიან, რომ აუცილებელია სამშვიდობო საქმიანობის პრინციპთა საფუძვლიანი ცვლილება.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

მსოფლიოში კონფლიქტების რაოდენობა იზრდება. ნორვეგიის დედაქალქ ოსლოში არსებული საერთაშორისო პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა მატულობს და დღეისათვის მათი რაოდენობა რეკორდულ დონეს აღწევს. თუ 10 წლის წინ კონფლიქტი ხანგრძლივობა საშუალოდ 5-7 წელს შეადგენდა და წლის განმავლობაში აქტიური მხოლოდ 33 კონფლიქტი იყო, ახლა, 2023 წელს, მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა, ხოლო ხანგრძლივობა - 8-11 წლამდე. უფრო მეტიც - უკვე ათი წელია მსოფლიოში, ომებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ იფეთქონ, როგორც ეს უკრაინაში (და ახლო აღმოსავლეთში) მოხდა. შესაბამისად, 2022 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს ცხოვრება კონფლიქტურ რეგიონებში უწევდა, ხოლო დევნილი და ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 2023 წელს რეკორდულს მიაღწია.

(...)

ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად არიან დაკავებულები სამშვიდობო-საშუამავლო საქმიანობით (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრები), ამჟამად, უბრალოდ,  კონფლიქტების მართვის რეჟიმში არიან გადასულნი. ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს სხვა ადგილებში მომხდარი მოვლენები გვახსენებენ იმას, რომ მათი მართვა მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე შეიძლება. იმდენად, რამდენადაც საომარი მოქმედებები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ხოლო კონფლიტების სიღრმული მიზეზები მოუგვარებელი რჩება, მშვიდობის დამყარებისა და განმტკიცების ტრადიციული ინსტრუმენტები სულ უფრო არაეფექტურნი ხდებიან. შედეგები ისაა, რომ სულ უფრო მეტი სახსრები იხარჯება, სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ლტოლვილი, რომლებიც რიგ ქვეყნებს პრობლემებს უქმნიან და საზოგადოება საფრთხის წინაშე რჩება, მშვიდობა კი არ მყარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება საკითხი - აუცილებელია მოიძებნოს ახალი მიდგომები როგორც კონფლიქტების მართვისა და მათი მოგვარების, ასევე ომების ნეგატიური შედეგების გამოსწორების მიზნით.

რატომ რთულდება ომების დამთავრება? რა უშლის ხელს კონფლიქტების შეწყვეტას? ამ საკითხზე მსჯელობისას შეიძლება რამდენიმე მიზეზზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, კონფლიქტების ხასიათი შეიცვალა: ყველაზე უფრო ხშირად კონფლიქტები ხდება სახელმწიფოებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, რომლებთაც აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, აქვთ მოწინავე იარაღის შესაძენი ფული (ბუნებრივი რესურსების სარგებლობით ან დანასაულებრივი საქმიანობით). ცივი ომის დროს კონფლიქტები სუპერსახელმწიფოების ერთმანეთთან მეტოქეობის ჩარჩოებში ხდებოდა, დღეს კი მათ საერთაშორისო ხასიათი მიიღეს.

მეორე მომენტი - თუ ადრე კონფლიქტების მოგვარებაში შუამავლის როლს ძირითადად გაერო ასრულებდა (გავიხსენოთ „ცისფერჩაფხუტიანები“), ახლა უშიშროების საბჭო მუდმივად ჩიხში შედის მისი წევრების გეოპოლიტიკური ინტერესების განსხვავების გამო. მათ აღარ შეუძლიათ არც ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება და არც სამხედრო აგრესიისა თუ დანაშაულის დაგმობა. გაეროს სამშვიდობო მისიები სულ უფრო იშვიათი  და ხანმოკლე ხდება, თანაც ისინი აღარ სარგებლობენ დაპირისპირებული მხარეების ნდობით.

მესამე მომენტი - რიგი ქვეყნების ლოკალური მცდელობა კონფლიქტების შეკავებისთვის არ აგვარებს თვით კონფლიქტს მთლიანობაში. აუცილებელია დროულად იქნას განხილული მხარეთა პრეტენზიები, აღიკვეთოს ძალადობის ფაქტები და უსაფრთხოების ზომები განმტკიცდეს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ცხელი კონფლიქტების „ჩაქრობა-გაცივების“ შემდეგ სამშვიდობო მისიების ყურადღება სუსტდება, რაც ხელს უწყობს კონფრონტაციის ხელახლა დაწყებას. ანუ სიტუაციისადმი კონტროლი პერმანენტული უნდა იყოს.

მეოთხე მომენტი - ლტოლვილთა დაბრუნება ისტორიული ცხოვრების ადგილებზე. მათ რომ თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ ისე, რომ ძალადობისა და დისკრიმინაციის არ ეშინოდეთ, აუცილებელია კარდინალური ცვლილებების გატარება. ამ საკითხში ქვეყნებს საერთაშორისო დახმარება ჭირდებათ - ხელისუფლების ადექვატურ მართვაში, ეკონომიკურ უზრუნველყოფაში, ნეგატიურ მოვლენებთან (კორუფციასთან) წარმატებულ ბრძოლაში, დემოკრატიული სამოქალაქო სივრცის შექმნაში დიალოგისათვის, საჩივრების განხილვის საჯარობაში, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაში და ა.შ. უპირველესად ამ ყველაფრით ძლიერი სახელმწიფოების უნდა იყონ დაკავებულები, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.

(...)

ყველაზე მთავარია ახალი მიდგომის გამოვლენა შუამავლობისადმი: ცივი ომის დასრულების შემდეგ მშვიდობისმყოფლობა პროფესიულ სფეროდ გადაიქცა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია: დღევანდელი მსოფლიო განისაზღვრება გეოპოლიტიკური კონკურენციით და ახალ მიდგომებს ითხოვს. შუამავლებმა მეტი შემოქმედება და თანამშრომლობა უნდა გამოავლინონ. ისინი თავიანთი საქმეების აპოლოგეტები უნდა გახდნენ, საჯაროდ უნდა გამოვიდნენ მშვიდობის დასაცავად, ამ პროცესში ფართოდ უნდა იქნს ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, შუამავლებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ტრადიციები და სპეციფიკა, მიიზიდონ სხვა დაინტერესებული ქვეყნები, ჰუმანიტარული ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/africa/world-war

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way