USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Foreign Affairs» (აშშ): „რატომ აღარ შეუძლია ამერიკას ყველაფრისადმი ყურადღება და კონტროლი: ვაშინგტონმა არჩევანი მთავარსა და პრიორიტეტულს შორის უნდა გააკეთოს“
Date:  

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ აღარ შეუძლია ამერიკას ყველაფრისადმი ყურადღება და კონტროლი: ვაშინგტონმა არჩევანი მთავარსა და პრიორიტეტულს შორის უნდა გააკეთოს“ (ავტორი - სტივენ ვერტჰაიმი - პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავისი ფუნქციების შესრულებას იმ განზრახვით შეუდგა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის სტრატეგიული აქცენტი მიეცა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ამერიკას დაპირდა, რომ ბოლოს მოუღებდა მსოფლიოში მიმდინარე უსასრულო ომებს და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას მოსახლეობის სასარგებლოდ განახორციელებდა. მართლაცდა, თავისი მმართველობის პირველივე წელიწადს ჯო ბაიდენმა შეწყვიტა ავღანეთის ომი და აშშ-ის სამხედრო ძალები ქვეყნიდან გაიყვანა, შეეცადა, რომ სწორად დაებალანსებინა აშშ-ის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში და სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები განევითარებინა რუსეთთან. ლოგიკის კარნახის თანახმად, ამერიკა უარს იტყოდა დედამიწის ცალკეულ რეგიონების პრიორიტეტებზე და ყურადღებას მიაპყრობდა იმ საერთო პრობლემებს, რაც თვითონ აშშ-ის ინტერესებსაც ემსახურებოდა: ჩინეთთან კონკურენციას, ტრანსეროვნული საფრთხეების განეიტრალებას - როგორებიცაა კლიმატის ცვლელებები და პანდემიები.

დრეს ჩამოთვლილი პოზიცია-ხედვებიდან არარაფერია დარჩენილი: შეერთებული შტატებია ფაქტიურად ჩაბმულია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ომებში, ანუ იმ რეგიონებში, სადაც ვაშინგტონი ყველაზე მეტად აპირებდა ცივილიზებულ მოქმედებას. უფრო მეტიც - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ურთიერთობა ჩინეთთან და რუსეთთან, რომ მეორედ 1945 წლის შემდეგ, წარმოიქმნა პერპექტივა მსხვილ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი დაწყებულიყო.

რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციაში ამერიკას ვერ დავადანაშაულებთ - სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, ხოლო „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს. ასეთი დრამატული მოვლენების წინასწარმეტყველებას ერთი წლით ადრე ვერავინ ვერ შეძლებდა. მაგრამ ამერიკის ოფიციალური პირების მაინც პასუხისმგებლები არიან იმაში, რომ დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები არასწორად წარმართეს, მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, მსოფლიოს რიგი რეგიონები, ამერიკის შიშით, წყნარად იქნებოდნენ და სიტუაცია უყურადღებოდ მიატოვეს.

რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ასეთ საგარეოპოლიტიკურ ტენდენციას თავისი მიზეზები ჰქონდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ პენტაგონმა ჩამოაყალიბა აშშ-ის გლობალური დომინირების საფუძვლები, რომლის თანახმად, ვაშინგტონმა უნდა შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა მსოფლიოს უმრავლეს რეგიონებში, რათა იქ სხვა ქვეყნების  ყოფნა არ დაუშვას და ამით კონკურენცია თავიდან აიცილოს; შეაკავოს მეტოქეების გამოჩენის ალბათობა და იმ დონის მშვიდობა შეინარჩუნოს, რომელიც ამერიკელებისთვის გონივრული იქნება.

ერთპოლარული (ერთპოლუსიანი)  მსოფლიოს ეპოქა დასრულდა, ამიტომ აშშ ამჟამად სერიოზული არჩევანის წინაშე დგას: ან შეამციროს თავისი სამხედრო ხარჯები და რისკები, ან ყველგან და ყველაფერში გლობალური პირველობა შეინარჩუნოს, მაგრამ იმავდროულად „ერთი კრიზისიდან მეორეში იხტუნაოს“.

აშშ-სათვის ყველაზე მეტად სასარგებლო პირველი ვარიანტი იქნებოდა: ვაშინგტონმა უნდა დაიოკოს თავისი საგარეპოლიტიკური მადა და შეამციროს თავდაცვითი ვალდებულებები სხვა ქვეყნების მიმართ (ძირითადად ევროპისა და ახლო აღმოსავლეტის სახელმწიფოების მიმართ), რათა უზრუნველყოს ამ რეგიონების სტაბილურობა. კერძოდ, თეთრმა სახლმა უნდა გადაანაწილოს პასუხისმგებლობის ტვირთი საკუთარ და მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე.

იმავდროულად ვაშინგტონმა არ უნდა აიღოს ისეთი ახალი ვალდებულებები, რომლებიც ამერიკელების ინტერესებს დააზარალებს. კერძოდ, თეთრმა სახლმა თავი უნდა აარიდოს თავდაცვითი ხელსეკრულების დადებას საუდის არაბეთთან და მტკიცედ შეიკავოს თავი ნატოში უკრაინის მიღებისაგან.

აშშ-ის აყვავება-განვითარებისათვის გლობალური სამხედრო ბატონობა სასურველი არ არის. თუ ვაშინგტონისთვის რაიმე არის აუცილებელი, ესაა მხოლოდ თავისი ლიბერალური დემოკრატიის გადარჩენა, პარტიული პოლიტიკის გარდაქმნა და ამერიკელი ხალხის ნდობის აღდგენა. მუდამ ყველაფერში პირველობის მცდელობა ამ დიდი ამოცანების რეალიზებას უკან სწევს. შედეგად კი საბოლოოდ ისეთი საგარეო პოლიტიკა ტარდება, რომელიც მუდმივად გამოდის კონტროლიდან, ქვეყანა კი თვითკრიტიკისა და თვითკონტროლის გრძნობას კარგავს.

წყარო: https://www.foreignaffairs.com/united-states/why-america-cant-have-it-all

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way