USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
Forbes Georgia პროექტ 30 UNDER 30-ის ფარგლებში შერჩეული 30 წლამდე ასაკის ლიდერები
Date:  1003

Forbes Georgia პროექტ 30 UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები უკვე მეხუთედ შეარჩია. 2023 წლის სიაში ახალგაზრდებმა ადგილი თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების პოტენციალის საფუძველზე დაიკავეს.

Forbes-ის 30-წლამდელთა სიის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი და უნიკალური ხედვის მქონე ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ საქართველოში. ისინი წარმოგვიდგენენ მიღწევებისა და ძალისხმევის მრავალფეროვან დიაპაზონს, რაც მედეგობითა და წარმატებული საქმიანობით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა სფეროზე.

სიის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – მათ ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

მიმდინარე წელს 30 Under 30-ზე 400-ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა. აპლიკაციების შეფასების შემდეგ, Forbes Georgia-ს სარედაქციო ჯგუფმა თითოეული კატეგორიისთვის  მოკლე სია  შეადგინა. დამოუკიდებელი ჟიურის დახმარებითა და Forbes-ის გლობალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოკლე სიებიდან 37 ახალგაზრდა ლიდერი შემდეგ 7 კატეგორიაშია იქნა შერჩეული:

კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. კატეგორიის ჟიურიში წელს გავაერთიანეთ სხვადასხვა დარგში აღიარებული პროფესიონალები – სწორედ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა კოლეგები, ვინც უკვე თუ არა, ძალიან მალე იმავე მასშტაბის წარმატების პოტენციალს წარმოაჩენს.

  • ლიზა ჩხაიძე — მუსიკოსი, Berklee College of Music
  • ანუშკა ჩხეიძე — მუსიკოსი, კომპოზიტორი, University of Arts Utrecht
  • სანდრო გეგეჭკორი — პიანისტი, Concept Art
  • ბექა ჩოკოშვილი — ფოტოგრაფი
  • რევაზ-გიორგი არველაძე — რეჟისორი, მწერალი, ვიდეორედაქტორი, Rophaki Studio-ს დამფუძნებელი

ჟიური: ლევან სონღულაშვილი, თეონა ჯორბენაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ტატო ახალკაციშვილი, ირინა პოპიაშვილი

მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციები კომუნიკაციების, მარკეტინგისა და მედიის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოვავლინეთ ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.

  • გიორგი იმერლიშვილი – ჯგუფის ბრენდ მენეჯერი, GD ALCO
  • მარიამ კარკალაია – მარკეტინგის დირექტორი, TEGETA HOLDING
  • ნინუცა ოქროპირიძე – კონტენტის მიმართულების უფროსი, საქართველოს ბანკი
  • ელლა კამლაძე – Business Development Associate, Visa Inc.
  • ჯუბა გრიგოლია – Chief Development Officer, Setanta Sports, Eurasian Broadcasting Enterprises Limited

ჟიური: ლინდა პერეირა, ნინო ეგაძე, მარინა ვაშაყმაძე, თინა სტამბოლიშვილი, ოსმან თურანი

Forbes-ის დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე. ფინტექი, გეიმინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტექ-სტარტაპები  – წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორებმა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერებმა გამოავლინეს.

  • ვახტანგ გელაშვილი — თანადამფუძნებელი, PAYZE
  • მარიამ გიორგობიანი — COO, Arena Games
  • მარიამ ლეკვეიშვილი — საოპერაციო დირექტორი, Theneo
  • ლუკა ლებანიძე — Head of Game Audio, POSTRED
  • ნაკო ედიშერაშვილი — თანადამფუძნებელი, Lawformer

ჟიური: ქეით ბუნინა, გივი სართანია, ავთანდილ კასრაძე, რუსკა ქურდოვანიძე

მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ – სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იყო წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.

  • ანა ანთელავა, PhD — მეცნიერი, ინჟინერი, Novel Polymer Technologies, TWI Ltd
  • ნიკა გვაზავა, MD — დოქტორანტი, მეცნიერი, Lund Stem Cell Center, Faculty of Medicine, Lund University
  • ნათია გამყრელიძე, PhD — მეცნიერი, Department of Political Science, Linnaeus University; Department of Global Political Studies, Malmö University
  • ნინო გოზალიშვილი — მკვლევარი, Nationalism Studies Program, Central European University (CEU)
  • ლერი ხუფენია — მკვლევარი, Political Sciences, Columbia University in the City of New York

ჟიური: სოსო ბერიკაშვილი, რატი ღოლიჯაშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, ნინო ენუქიძე, ნანა დიხამინჯია

ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულების გამოვლენა წარმატებულ მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და გამორჩეულ ბიზნესებს მივანდეთ.

  • ალექსანდრე ჩხაიძე — თანადამფუძნებელი, VAULT
  • ირაკლი ელიაშვილი — თანადამფუძნებელი, VAULT
  • მარიკა ხანთაძე — თანადამფუძნებელი, Roommate Georgia, Mellow Morning
  • თაკო გამყრელიძე — თანადამფუძნებელი, Roommate Georgia
  • შოთა მიქაია — დამფუძნებელი, CROSTY
  • ალექსანდრე ჩუბინიძე — დამფუძნებელი, Elven Technologies
  • რევაზ ღოღობერიძე — დამფუძნებელი, Gamosavali

ჟიური: მიხეილ ხიდურელი, ნენსი ჯი ალენი, კრეიგ კრამერი, ვანო ნაკაიძე, ზაზა ფაჩულია

ფინანსების კატეგორიაში წარმოვაჩენთ იმ ახალგაზრდებს, რომელთა საქმიანობაც ორიენტირებულია როგორც ტრადიციული საფინანსო ინსტრუმენტების, ისე ციფრული და კრიპტოსერვისების განვითარებაზე. კატეგორიის ლიდერების შერჩევაში წელს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო და საბანკო ინსტიტუტების ხელმძღვანელები დაგვეხმარნენ.

  • დავით ხარატიშვილი – თანადამფუძნებელი, Investment Ark
  • ხვიჩა კოპინაძე — აღმასრულებელი დირექტორი, CRYPTAL
  • ედიშერ ურიათმყოფელი — სტრატეგიული ფინანსების ხელმძღვანელი, SAVii Singapore
  • ეთერ ხინჩაგიშვილი — ვიცე პრეზიდენტი, TBC Capital
  • ლუკა ლომსაძე — კრიპტო პროდუქტის დეველოპმენტისა და განვითარების უფროსი, eMoney / MyCoins

ჟიური: ოთარ შარიქაძე, ნიკა ქურდიანი, ალექსანდრე ძნელაძე

Forbes-ის რჩეულები ის ახალგაზრდები გახდნენ, ვინც გამოცემის რედაქტორების ყურადღება წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილით მიიპყრო და ისეთ სტარტაპებს ან კორპორაციებს წარმოადგენენ, რომელთა გავლენაც ბიზნესსექტორზე მნიშვნელოვანია.

  • ოლეგ ნანაძე — General Counsel, Bitfury
  • ლია კარადურმუშ — დოქტორანტ-მკვლევარი, Forschungszentrum Jülich
  • ანა გვალია — C Level Executive, Georgia Capital
  • ნიკა ჩილინდრიშვილი — Chief Product Officer , TNET
  • მიშო ზღულაძე — თანადამფუძნებელი, Kernel

 

2023 წლის სიის წევრები საზოგადოებას Forbes-მა დღეს, 2 ივნისს წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიზნესგამოცემის ურყევ ხედვას, ვაღიაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდა ლიდერები, ვინც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში. მათი მიღწევების აღიარებითა და მათ წარმატებაზე საუბრით, Forbes საქართველო მიზნად ისახავს, შთააგონოს ახალგაზრდები და გააძლიეროს ინოვაციისა და მუდმივი განვითარების კულტურა.

 

პროექტის მთავარი პარტნიორი  – თიბისი ბანკი

პროექტის პარტნიორი – Gulf Georgia

პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი

წყარო:https://forbes.ge

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way