USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სარმის ხიდის ნაწილობრივ დაზიანება გამოიწვია
თარიღი:  1504
ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა გამოიწვია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდის ნაწილობრივ დაზიანება, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
 
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
სტიქიის ადგილზე გვიან ღამით იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი, რომლებიც გაეცნენ არსებულ ვითარებას.
 
დილიდან ოპერატიულად დაიწყო ტექნიკის მობილიზება და ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
 
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
 
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის