USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«Politico» (აშშ//ბელგია): „ემანუელ მაკრონს განზრახული აქვს სათავეში ჩაუდგეს უკრაინისადმი დახმარების ევროპულ ძალისხმევას, მაგრამ ფრანგები ამის ნებას არ მისცემენ“
Date:  445

„არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურს გლობალური ლიდერის სახე მოირგოს და უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების შუსუსტების ტენდენცია შეაჩეროს, თუმცა ფრანგული კონიუნქტურა მას მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკო“-ს (Politico) ევროპულ ვერსიაში (ბელგია) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ემანუელ მაკრონს განზრახული აქვს სათავეში ჩაუდგეს უკრაინისადმი დახმარების ევროპულ ძალისხმევას, მაგრამ ფრანგები ამის ნებას არ მისცემენ“ (ავტორი - ქლიე ქოლქათი).

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რამდენად არის მზად ემანუელ მაკრონი სინამდვილეში ამჟამად და შეუძლია თუ არა მას ამ საკითხში ფრანგული საზოგადოების აყოლიება. ყველამ იცის, რომ მისი ადრინდელი მაღალხმიანი და პომპეზური რიტორიკა პრაქტიკული მოქმედებით არ განმტკიცებულა.

დონბასის ველებზე ბრძოლებში უკრაინის არმიის შევიწროვებისა და დახმარების გაწევაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, პარიზში გამართული ევროპელი ლიდერების კონფერენციის დროს ემანუელ მაკრონიმ განცხადა, რომ საარტილერიო ჭურვების მიწოდების საკითხს ახალ იმპულსს მისცემდა. პრეზიდენტმა არ გამორიცხა უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაც.

მაგრამ ემნუელ მაკრონის წინააღმდეგ მთელმა ფრანგულმა ოპოზიციამ გაილაშქრა:  „ეროვნული გაერთიანების“ (ყოფილი „ეროვნული ფრონტის“) ლიდერმა მარი ლეპენმა პრეზიდენტი მომავალი თაობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და განაცხადა - „პრეზიდენტი ჩვენი შვილების სიცოცხლით თამაშობსო“, ხოლო პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამაარსებელმა ჟან-ლიუკ მელანშონმა ემანუელ მაკრონის სურვილს უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის თაობაზე - რუსეთის როგორც ბირთვული სახელმწიფოს  წინააღმდეგ - „სიგიჟე“ უწოდა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სწორედ ამ არგუმენტებს იზიარებენ ფრანგი ამომრჩევლებიც. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია „რენესანსი“ ბევრად ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე უკიდურესად მემარცხენე და უკიდურესად მემარჯვენე ძალები  ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის აჩევნების წინ. სამშაბათს საფრანგეთის ყველა საინფორმაციო ტელეარხზე  იხილავდნენ საკითხს, უნდა მოემზადოს თუ არა ქვეყანა რუსეთთან ომისათვის. ყველგან პასუხი ერთი იყო: „არა. არავითარი ომი“.

ემანუელ მაკრონის ამბიციები, როგორც ჩანს, არ ემთხვევა ფრანგების უმეტესობის აზრს უკრაინასთან მიმართებით. ეს იმიტომ, რომ ფრანგები არ თვლიან რუსეთ-უკრაინის ომს „დიდ ცივილიზაციურ შეტაკებად ევროპული დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, როგორც ამას მიიჩნევენ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ბოლო გამოკითხვები აჩვენებენ, რომ საფრანგეთის მოსახლეობაში უკრაინის მიმართ სიმპათია სწრაფად მცირდება.

„ფრანგები არ განიხილავენ რუსეთს საფრანგეთის პირდაპირ საფრთხედ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომი ყოფილ საბჭოთა კავშირის გადმონაშთ საკითხად ითვლება, ანუ მას ფრანგი მოქალაქეებისათვის შედარებით ლოკალური მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს სოციოლოგი ბრუნო ჟანბარი და აზუსტებს, რომ ამით ფრანგები გამოირჩევიან როგორც პოლონელებისა და ბალტიისპირელების, ასევე ნაწილობრივ გერმანელებისა და ჩრდილოევროპელების  პოზიციებისაგან. ემანუელ მაკრონის განცხადებას ბრუნო ჟანბარი უფრო მეტად ევროპელი პარტნიორებისადმი მიმართულ მოწოდებად თვლის, რომლებიც პრეზიდენტს თავის რუს კოლეგასთან -  ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობებს საყვედურობენ და ამ ფაქტს ხშირად ახსენებენ ხოლმე. კონფერენციაზე მისი ესოდენ ანტირუსული გამოსვლა  სიტუაციის ერთგვარი გამოსწორების მცდელობას წარმოადგენს იმასთან შედარებით, როცა ადრე პარიზის ყველა დაპირება რეალური საქმით არ მტკიცდებოდა და ცარიელ სიტყვებად რჩებოდა.

რაც შეეხება თვითონ უკრაინელებს, მათ უკვე „ყელში აქვთ ამოსული“ ემანუელ მაკრონის დიპლომატიური გზავნილები და ცარიელი ფრაზების ნაცვლად უპირატესობას იარაღსა და საბრძოლო მასალებს ანიჭებენ. ფაქტია, რომ ამ საკითხში საფრანგეთი ძალიან ჩამორჩება ამერიკას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს.

წყარო: https://www.politico.eu/article/macron-wants-to-lead-on-ukraine-but-france-might-not-let-him/

tbilisi
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way