USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ოლაფ შოლცი - ომის შესახებ პუტინის შეხედულებებში ცოტა რამ შეიცვალა და ეს არ არის კარგი ამბავი
თარიღი:  813

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მისი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან აჩვენებს, რომ ომის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებაში ცოტა რამ შეიცვალა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად გამგზავრების წინ, ბერლინის აეროპორტში შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღირდა რუსეთის ლიდერთან საუბარი, რათა ეცადა გაეფანტა ილუზიები იმის შესახებ, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერას კარგავს.

„საუბარი იყო ძალიან დეტალური, მაგრამ ხელი შეუწყო იმის აღიარებას, რომ ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის შეხედულებებში ცოტა რამ შეიცვალა და ეს არ არის კარგი ამბავი“, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს პარასკევს, ორი წლის განმავლობაში პირველად, ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გააკრიტიკა დ განაცხადა, რომ ამ ზარმა ძირი გამოუთხარა პუტინის იზოლაციის მცდელობებს და "პანდორას ყუთი" გახსნა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის