USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ოლაფ შოლცი - ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვრების მიღება მოხდება ისე, როგორც არის და არავინ დააპირებს მათ შეცვლას
дата:  552

ევროპაში მშვიდობა შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვრების მიღება მოხდება ისე, „როგორც არის და არავინ დააპირებს მათ შეცვლას“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უნდა დავინახოთ ის, რისი დანახვაც შეიძლება და არ გამოგვრჩეს. აშკარაა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება, ისევე როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ბელარუსში. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აშკარაა და ეს ფაქტად რჩება,“- განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს.

„ჩვენ გვინდა მოლაპარაკებებში ჩართვა, მაგრამ გვინდა მოლაპარაკებები ჩვენი პრინციპების საფუძველზე. დიპლომატია ჩვენს გამო არ დამარცხდება, იმდენი დიპლომატია, რამდენიც საჭიროა - ეს არის ამბიცია,“- აღნიშნა შოლცმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати