ევროპაში მშვიდობა შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვრების მიღება მოხდება ისე, „როგორც არის და არავინ დააპირებს მათ შეცვლას“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უნდა დავინახოთ ის, რისი დანახვაც შეიძლება და არ გამოგვრჩეს. აშკარაა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება, ისევე როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ბელარუსში. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აშკარაა და ეს ფაქტად რჩება,“- განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს.
„ჩვენ გვინდა მოლაპარაკებებში ჩართვა, მაგრამ გვინდა მოლაპარაკებები ჩვენი პრინციპების საფუძველზე. დიპლომატია ჩვენს გამო არ დამარცხდება, იმდენი დიპლომატია, რამდენიც საჭიროა - ეს არის ამბიცია,“- აღნიშნა შოლცმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.