USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და „ოცნების“ გამოხმაურებაზე“
дата:  361

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ - ფინანსდება აშშ-ის სახდეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და „ოცნების“ გამოხმაურებაზე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

 “რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, - ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას თქვა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მის „მეზობლებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს. ლავროვმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულს გულწრფელად და მართებულად აფასებს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება და თუ თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა მოხდება, მოსკოვი მზადაა მათ დაეხმაროს.

4 ოქტომბერს სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ინტერესის თემებზე, „საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციასა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“ იმსჯელებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - დასძენენ ამერიკის დიპლომატიურ უწყებაში.

პრესსპიკერი წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" მიერ ომის ნაცვლად მშვიდობის არჩევის მოწოდებებზე და უკრაინა-საქართველოს შედარებითი ბანერების გამოქვეყნების თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება:

„რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე", - ამბობს დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად.

სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერებიც. ცხინვალის რეგიონში თქვეს, რომ ბოდიში საკმარისი არ იანება და სხვა მოთხოვნებიც დაასახელეს,მათ შორის „პრაქტიკული ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“; აფხაზეთიდან კი „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა-გაუმჯობესება ურჩიეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7810103.html

 

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 16 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, საირმის, შევარდენიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქვიშხეთის, სანერგის, ღრმაღელის, ჩარგლის, ქსნის, გუდამაყრის და ჯინჭარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IX მიკრორაიონის  ოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის, "ჩალისპირების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ბალანჩინის, არზაყან ემხვარის, ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების ოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати