USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და „ოცნების“ გამოხმაურებაზე“
თარიღი:  513

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ - ფინანსდება აშშ-ის სახდეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და „ოცნების“ გამოხმაურებაზე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

 “რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, - ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას თქვა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მის „მეზობლებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს. ლავროვმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულს გულწრფელად და მართებულად აფასებს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება და თუ თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა მოხდება, მოსკოვი მზადაა მათ დაეხმაროს.

4 ოქტომბერს სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ინტერესის თემებზე, „საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციასა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“ იმსჯელებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - დასძენენ ამერიკის დიპლომატიურ უწყებაში.

პრესსპიკერი წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" მიერ ომის ნაცვლად მშვიდობის არჩევის მოწოდებებზე და უკრაინა-საქართველოს შედარებითი ბანერების გამოქვეყნების თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება:

„რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე", - ამბობს დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად.

სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერებიც. ცხინვალის რეგიონში თქვეს, რომ ბოდიში საკმარისი არ იანება და სხვა მოთხოვნებიც დაასახელეს,მათ შორის „პრაქტიკული ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“; აფხაზეთიდან კი „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა-გაუმჯობესება ურჩიეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7810103.html

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის