USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
ნუგზარ ხოსიტაშვილი “თბილისის მიკროავტობუსის” 404 ხაზის მძღოლია, რომელიც თავისუფალ დროს მიუსაფარ ძაღლებს უვლის და კვებავს.
თარიღი:  2960
ნუგზარ ხოსიტაშვილი “თბილისის მიკროავტობუსის” 404 ხაზის მძღოლია, რომელიც თავისუფალ დროს მიუსაფარ ძაღლებს უვლის და კვებავს.
 
ცხოველები ძალიან მიყვარს, შესვენებებზე ვხვდები ამ ცუგოებს, სულ ვცდილობ რამე წამოვუღო, გამოვკვებო. მიკროავტობუსს დაინახავენ თუ არა ჩემთან მორბიან ხოლმე, ყველა მცნობს”. - გვიყვება ნუგზარ ხოსიტაშვილი
 
ნუგზარმა შორენა ცხოვრებაშვილი სწორედ ამ ძაღლების გამოკვების დროს გაიცნო.
 
“ეს კაცი არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუ მუშაობს, იმ დღეს წყნარად ვარ, ვიცი ხელცარიელი არ მივა და ვინაწილებთ ცუგიტების გამოკვების დროებს. 3 თვე დაგვჭირდა ამ ზამთარს, რომ ყველა გაგვესტერილებინა, რთული ადგილია ძაღლების დასაჭერად, 3თვის მანძილზე მუშაობდა, თუ ისვენებდა მოდიოდა და მეხმარებოდა. გუშინ ნექსგარდი მივუტანე პატარებს, მე არ მენდობიან ამ სტერილიზაციის და დევნის გამო და ნუკრის დავუტოვე. ახლა მირეკავს: შორენა, გენაცვალე სამივე პატარამ გემრიელად მიირთვა წამალი.. მოკლედ, არც საგმირო ამბავზეა ეს სტატუსი და არც სკანდალური, ერთი კეთილი ადამიანის ამბავია, იდეაში, არაფერი განსაკუთრებული არ უნდა იყოს ასეთუ საქციელი, მაგრამ ასეთ ადამიანებზე ისე იშვიათად მესმის, რომ მომინდა მომეყოლა”. - წერს სოციალურ ქსელში შორენა ცხოვრებაშვილი.
 
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის