USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
თარიღი:  818

კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკის შტატში 2022 წლის 15 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა, კეიტი ჰოქულმა მიიღო.

„ვინაიდან ამჟამად ნიუ-იორკში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება გვაქვს, როგორიც 2020 წლის აპრილის შემდეგ არ გვქონია, და ვინაიდან ბოლო თვეში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო თვეში 300-ით გაიზარდა, 2022 წლის 15 იანვრამდე შტატის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, - აღნიშნულია ჰოქულის ბრძანებაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო კვირაში აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი დაახლოებით 16%-ით გაიზარდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის