USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნიუ-იორკის მერის არჩევნებში „დემოკრატმა“ ერიკ ადამსმა გაიმარჯვა
თარიღი:  826

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში „დემოკრატმა“ კანდიდატმა, ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა ერიკ ადამსმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადამსი, რომელმაც „რესპუბლიკელი“ მეტოქე კერტის სლივა იოლად დაამარცხა, ნიუ-იორკის მეორე აფრო-ამერიკელი მერი იქნება.

61 წლის ადამსი მერის პოსტს ოფიციალურად იანვარში, „დემოკრატ“ ბილ დე ბლაზიოსგან გადაიბარებს, რომელიც 8 წელია ნიუ-იორკის მერია და თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის