ნიუ-იორკის მერის არჩევნებში „დემოკრატმა“ კანდიდატმა, ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა ერიკ ადამსმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადამსი, რომელმაც „რესპუბლიკელი“ მეტოქე კერტის სლივა იოლად დაამარცხა, ნიუ-იორკის მეორე აფრო-ამერიკელი მერი იქნება.
61 წლის ადამსი მერის პოსტს ოფიციალურად იანვარში, „დემოკრატ“ ბილ დე ბლაზიოსგან გადაიბარებს, რომელიც 8 წელია ნიუ-იორკის მერია და თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.