USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ნინო ლეჟავა-იტალიაში მცხოვრები ქართველი საოპერო მომღერალი
дата:  1604
იტალიაში მაესტრო მარიო მელანისთან “პურიტანების” მოსამზადებლად ჩამოვედი და პირველივე მოსმენაზე მაღალი შეფასება მივიღე. ერთწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის რექტორმა, მელანიმ, აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ამ წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო კონცერტსა და სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, თუმცა განსაკუთრებით მეამაყება ყველა ის პროექტი, რაც საქართველოს უკავშირდება. ვცდილობ, ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს დავეხმარო საერთაშორისო ასპარეზზე და რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია მოვახდინო ქართული მუსიკალური კულტურის იტალიაში.
 
საქართველოში, ჩემს პარტნიორებთან ერთად, პირველი ქართულ-იტალიური კლასიკური მუსიკის აკადემიაა დავაფუძნე, სადაც სასწავლო პროგრამა სტუდენტებზეა მორგებული და სწავლება იტალიის აკადემიის სასწავლო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აკადემიას აქვს თერთმეწლედი, სადაც ბავშვები დაწყებითი კლასებიდან ეუფლებიან სასცენო ხელოვნებას, იტალიურ ენას და ყველა იმ საგანს, რაც მათ კლასიკური მუსიკის სამყაროში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.
 
ხელოვანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თვალსაწიერის გაფართოება, მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურასთან თუ მუსიკალურ ტრადიციასთან კავშირი. ეს არის პროფესია, სადაც სრულყოფილების და წარმატების პიკი არ არსებობს. აქ მუდმივი ძიებაა, ყოველდღე სხვა ემოცია და სხვა ჟღერადობაა. ჩვენს პროფესიას უსაზღვრო რაოდენობის წარმატების და ბედნიერების მოტანა შეუძლია. მეამაყება, რომ 23 წლის ასაკში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი გავხდი და მქონდა ბედნიერება, მემუშავა ჯანსუღ კახიძის, ნ. ანდღულაძის, ც. ტატიშვილის, გ. ვიშნევსკაიას, კირი- ტეკანოვას, ფ. არაიზას, ზ. სოტკილავას, ე. აბრაზცოვას, მ. ქასრაშვილის , ჯ. მაცცას, ა. ვერონეზის, ლ. ბავაის , ა. ძედასს, მ. მელანის გვერდით.
 
დამწყებ საოპერო მომღერლებს მინდა ვუთხრა, რომ პროფესიის არჩევით თქვენ ცხოვრების სტილს ირჩევთ. ჩვენი პროფესიის ძირითადი აპარატი თავად ჩვენ ვართ და არა ცალკე აღებული სახმო იოგები, მუსიკალური ბგერა თუ სამსახიობო ტალანტი. იყავით მოთმინებით და შეიყვარეთ საკუთარი სასიმღერო ხმა ისე, რომ არასდროს დააყენოთ ის საფრთხის ქვეშ. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი რეპერტუარის არასწორად შერჩევის გამო 35-40 წლის ასაკში ემშვიდობება კარიერას. ამიტომ, ყველა დამწყებ მომღერალს ვურჩევ, პატივი სცენ საკუთარ ხმას. . საოპერო ხელოვნება - ეს არის სამყარო, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ თქვენ მოგიტანოთ ბედნიერი წუთები, არამედ თქვენ თავად შეგიძლიათ, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრება გაალამაზოთ.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати