USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ნიკოლოზ სხირტლაძე- ამერიკაში მოღვაწე მეცნიერი
дата:  1424
ფლორიდის უნივერსიტეტში 2008 წელს ჩავირიცხე სადოქტორო პროგრამაზე, ექსპერიმენტალური ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. ამ ჯგუფს დიდი წვლილი მიუძღვის ჰადრონული ამაჩქარებლის ( Large Hadron Collider), კერძოდ Compact Muon Solenoid (CMS) ექსპერიმენტის მშენებლობასა და შემდეგ ექსპლუატაციაში. პროგრამა მოიცავდა ამერიკაში სწავლას და შვეიცარიაში სამწლიან კვლევას, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.
 
ჩემი სადოქტორო კვლევა ეხებოდა ახალი ტიპის ნაწილაკების აღმოჩენას და შესწავლას ( ე.წ. სუპერ- სიმეტრიული მოდელის გათვალისწინებით). სადოქტოროს დამთავრების შემდეგ, კვლევითი მეცნიერის პოზიციაზე გავაგრძელე საქმიანობა კანზასის უნივერსიტეტში, სადაც ჩემი წვლილი შევიტანე ახალი ტიპის ნაწილაკების ანალიზის შექმნაში, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში. ვმუშაობდი CMS ექსპერიმენტისთვის ახალი ტექნოლოგიების განვითარების და შემდგომ აღჭურვის მიმართულებით. მაშინ ძალიან დავინტერესდი მონაცემთა მეცნიერებით და გადავწყვიტე, ამ სფეროში მემუშავა და კარგად გავრკვეულიყავი.
 
ამჟამად Samsung America-ში ვმუშაობ, big data and artificial inteligence-ს ჯგუფში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტთან ურთიერთობას, ბიზნეს პრობლემის დადგენას, არსებული ინფომაციის დამუშავებას და შესაბამისი მოდელების შექმნას, რაც ეხმარება ბიზნესს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. როგორც მენტორი, გაწევრიანებული ვარ სან-ფრანცისკოში საგანმანათლებლო ორგანიზაციაში, რომლის მიზანია მოტივირებულ ადამიანებს დაეხმაროს მონაცემთა მეცნიერებაში განათლებისა და გამოცდილების მიღებაში. ბოლო რამდენიმე წელია ეს სფერო ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო სამუშაოდ ითვლება აშშ-ში. როგორც ვიცი, საქართველოშიც მიმდინარეობს მისი ათვისება. სამწუხაროდ, არ ვარ იქ ჩართული, თუმცა ჩემი დიდი სურვილია, დავეხმარო ახალგაზრდებს ამ მიმართულების არჩევაში და შემდგომ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати