USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მზადაა თავისი გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი გამართოს
Date:  809

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მზადაა 2022 წელს თავისი გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი გამართოს, თუ ამ ინიციატივის მომხრეები საკმარისი რაოდენობის ხელმოწერებს შეაგროვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„2022 წლის 10 იანვარს შესაძლებელი იქნება ხელმოწერების შეგროვების დაწყება, რათა ჩემი გადადგომის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს“, - განაცხადა მადურომ, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 2019 წლის 10 იანვარს დაიკავა, მისი უფლებამოსილების ვადა კი 2025 წლის 10 იანვარს იწურება.

ვენესუელის კონსტიტუციის თანახმად, მას შემდეგ, რაც არჩეული სახელმწიფო მოხელე თანამდებობაზე თავისი ვადის ნახევარს გაატარებს, მისი გადადგომის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა შეიძლება.

2019 წლის იანვარში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way