USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ნიკოლ ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღი სომხეთია და სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს
თარიღი:  1004

მთიანი ყარაბაღი სომხეთია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, არცახი სომხეთია. ის სომხების ქვეყანაა. არცახში მოსახლეობის 80%-ს ყოველთვის სომხები შეადგენდნენ და დღესაც ასეა. აზერბაიჯანს კი სურს, რომ იქ სომხები არ იყვნენ და ამიტომ, ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა მთიან ყარაბაღს. ნუთუ ვინმე შესთავაზებს მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, თავიანთ ფესვებზე თქვან უარი?!“-აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

„არსებობს შეთანხმების კონკრეტული ბაზა, რომელშიც წერია, რომ თუ შეიქმნება სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის პირდაპირი საფრთხე, რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება, რის გარანტიასაც მოსკოვი იძლევა,“-აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. მანამდე სომხეთის პრემიერმა კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ფაშინიანის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დათმობებზე აზერბაიჯანული მხარეც წავა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის