USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
თბილისი
ნიკა შენგელია - რა ეკონომიკური გამოწვევები გველოდება 2021 წელს
თარიღი:  1330

ეროვნული ვალუტა - ლარის კურსის მერყეობის დინამიკა - ლარის კურსის გაუფასურება ძირითადად კრონავირუსის გამოვლენის დროიდანვე დაიწყო. მარტის დასაწყისში კურსი 2,80-დან 15 დღეში, ფაქტიურად, 3,0-იან ნიშნულამდე ავიდა, შემდეგ კი 3,40-საც მიაღწია. ყველაზე მაღალი კურსი მიმდინარე წელს 27 მარტს 3.48 ნიშნულზე დაფიქსირდა. 

ლარის კურსის მერყეობის დასტაბილურებისათვის ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები 13 მარტიდან დაიწყო და პირველად 20 000 დოლარი გაყიდა. მარტში მთლიანად 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა.
აპრილში ლარის კურსი საშუალოდ 3,150-იანი ნიშნულის გარშემო ტრიალებდა.

2020 წლის განმავლობაში, ეროვნულა ბანკმა, ჯამურად, 843 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა და ლარის კურსი წლის ბოლოსათვის 3.25-3.30 ფარგლებში შეინარჩუნა, რაც ჩვენს მიერ თვეების წინ გაკეთებულ პროგნოზს დაემთხვა. 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე, თუ ოფიციალური კურსების მიხედვით ვიმსჯელებთ, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 14% ით გაუფასურდა.

მთავრობამ ამავე პერიოდში კრიზისთან გასამკლავებლად დონორებისაგან 1,5 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აიღო, რომელსაც ძირითადად, ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად იყენებს. ვალუტის აკუმლირება ეროვნული ბანკის რეზერვებში მოხდა, საიდანც ბიუჯეტს ეტაპობრივად მიეწოდებოდა ლარი ხარჯების დასაფარად. ეროვნული ბანკის რეზერვებში წლის ბოლოსათვის, ანუ ამჟამად აკუმლირებულია 3, 750 000 000 დოლარამდე. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ 2021 წელს, ეროვნულ ბანკს გააჩნია რესურსები, გაუმკლავდეს ლარის კურსის მნიშვნელოვან დევალვირებას, თუ რა თქმა უნდა, სავალუტო ბაზარზე კვლავ აქტიურად იქნება ჩართული.
საგარეო ვაჭრობა - 2020 წლის იანვარიდან ნოემბერის ჩათვლით სავაჭრო ბრუნვა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,6%-ითაა შემცირებული და 10,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტის მოცულობა შეგვიმცირდა 11,3%-ით, იმპორტის კი - 15,9%-ით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა -4,16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ვალი - 2020 წლის ბოლოს, ქვეყანა შემდეგი მაჩვენებლებით ხვდება: 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით , საქართველის შიდა და გარე ვალის ფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 41%-ს შეადგენდა. 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 56% -ს მიუახლოვდა და 29,3 მილიარდ ლარი შეადგინა (დოლარებში 8,8 მილიარდი). აქედან სამთავრობო სექტორზე მოდის 6,7 მილიარდი დოლარი. დანარჩენი კი ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო კომპანიების ვალია.
ცნობისათვის: 2021 წელს დაგეგმილია 3,175 მილიარდი ლარის ვალის აღება და 2,647 მილიარდის გასტუმრება
მშპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში მშპ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,6%-ით შემცირდა. ჩვენი პროგნოზით, რომელიც 8 თვის წინ გავაკეთეთ, 2020 წელს მშპ-ს კლება 5%-6% ის შუალედში იქნება.
ინფლაცია - 2020 წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, ნოემბრის მდგომარეობით, 3,8%-ია, რაც თარგეთირებულთან მიახლოებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები დაბლა დაიწევს. პროდუქტებსა და მომსახურეობაზე მაღალი ფასები შენარჩუნდება.
დასაქმება - 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დასაქმების ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ვგულისხმობთ უმუშევართა და ასევე, გაკოტრებული კომპანიების ზრდასაც. საქსტატის მონაცემებით, მე-3 კვარტალში უმშევართა რიცხოვნობა 17%-მდე გაიზარდა, წლიური დაზუსტებული სტატისტიკური მონაცემები ამის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.
ინვესტიციები - ამ მიმართულები 2019 წელთან შედარებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ჩავარდნაა. შარშან, სექტემბრის ჩათვლით , ინვესტიციებმა 947 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წელს, ანალოგიურ პერიოდში, 719 აშშ მილიონი დოლარი შეადგინა. სამი კვარტლის მონაცემებით კი კლება 24%-მდეა.

***
ზემოაღნიშნულის გარდა, 2020 წელმა თავი დაგვამახსოვრა ე.წ „ლოქდაუნებით" და შეზღუდვებითაც. ეპიდემიის გამო ქვეყანა დიდი გამოწვევების წინშე დადგა. მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის საკითხებში არცთუ ეფექტური აღმოჩნდა, როგორც თავად აცხადებდა.

კერძოდ:
პანდემიის პირველ ეტაპზე არ შესრულდა მთავრობის დაპირებები ძირითად 9 პროდუქტზე ფასების შენარჩუნების თაობაზე. ვერ იმუშავა სოფლის მეურნეობისათვის დაპირებულმა იაფფასიანმა დიზელის საწვავის ფასებმა. გაიზარდა ფასები ფქვილსა და პურზე. მათ, ვინც სამსახური დაკარგა, ყველამ ვერ მიიღო 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში და სხვა, თუმცა ჯანდაცვის კუხით, შედეგები ნორმალური იყო.
პანდემიის მართვის მეორე ეტაპი კი როგორც ეკონომიკური, ასევე ჯანდაცვის კუთხითაც დადებით შეფასებას ნამდვილად ვერ იმსახურებს. სამწუხაროა, ასევე, რომ მთავრობამ არ გაატარა ღონისძიებები პრობლემატური სესხების (სამომხმარებლო სესხები) მქონე მოსახლეობის მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 64%-ს სესხი აქვს აღებული, მთავრობას შეეძლო, სამომხმარებლო სესხების ნაწილი, რომელიც ადამიანებმა სამედიცინო მომსახურებისათვის აიღეს, გარკვეული დახმარების პირობებში მოექცია.
მთავრობის გადაწყვეტილებებს დახმარებების კუთხით აკლდა სიცხადე და თანმიმდევრულობა. ქვეყანამ რეალურად ვერ მიიღო ეკონომიკის მართვა, რომელიც კრიზისულ ვითარებას შეესაბამებოდა.

***
სამთავრობო გადაწყვეტილებებიდან ნათელ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალის მეწარმეობის ხელშეწყობისათვის გამოქვეყნებული სხვადასხვა პროექტი. გაზრდილია „აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში დახმარების მოცულობის 600 მილიონ ლარამდე, ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელშიც 2020 წელს 330 მილიონ ლარამდე მოცულობის ბიუჯეტით წარსდგა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აღნიშნული წამოწყება 2021 წელს მხოლოდ 50 მილიონიანი ბიუჯეტით ფინანსდება. ასევე, აღსანიშნავია მთავრობის გადაწყვეტილება კომპანიების მხრიდან ზედმეტად გადახდილი დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების შესახებ. ყელა ეს წამოწყება მისასალმებელია, თუმცა მეორე საკითხია, თუ როგორ გაართმევს ყოველივე ამას მთავრობა თავს. ცხადია, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს უახლოეს 2-3 წელიწადში მოვიმკით.

***
2021 წელი, თავისი გამოწვევებით, ასევე, მძიმე იქნება. სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდებიან, დროის გარკვეულ პერიოდში გაგრძელდება „ლოქდაუნები" და წერტილოვანი შეზღუდვები.
მარტში ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირებულ სამიზნე მაჩვენებელამდე მიახლოებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები პროდუქტებსა და მომსახურეობაზე დაიკლებს. გაჩნდება შანსი, რომ სებ-მა საპროცენტო განაკვეთები შეამციროს, მაგრამ რამდენად გააკეთებს ამას, წინასწარ უცნობია.
მომავალ წელს ასევე, მოიმატებს ფასები კომუნალურ გადასახადებზე, ამის შესახებ ჯერ 2019 წლის დეკემბერში გავაკეთეთ პროგნოზი და შემდეგ, - 2020 წლის აპრილში.
ლარის კურსის მნიშვნელოვან რყევას 2021 წლის 10 იანვრამდე გააგრძელებს. მკვეთრ გაუფასურებას პირველ კვარტალში არ ველოდებით.
საწვავზე პირველი და მეორე კვარტლის ჩათვლით შენარჩუნდება მაღალი ფასები.
2021 წლის ზაფხულში ასევე , ვერ შედგება ტურისტული სეზონი და დამოკიდებული ვიქნებით კვლავ იმპორტზე.
2021 წელს ასევე, გაგრძელდება უმუშევართა ზრდა.
2021 წელს, ეკონომიკური ზრდა 2-3 პროცენტის ფარგლებში გვექნება, თუმცა აღნიშნულ პროგნიზს 2021 წლის ივლისის ბოლოს დავაზუსტებთ.
2021 წელს, გაგვეზრდება ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა.
2021 წელს, მაღალი ალბათობით, ჩინეთსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში საგადამხდელო ვალუტად გამოჩნდება ციფრული ფული, რაც ირიბად იმოქმედებს განვითარებითი ეკონომიკის ქვეყნების ვალუტებზეც.
2021 წელს, სამწუხაროდ, ისევ გამოწვევად დარჩება კრიზისული ეკონომიკის არაადეკვატური მართვა, მაღალი ფასები, ლარის კურსი, უმუშევრობა და ნეპოტიზმი.
ზემოაღნიშნულის გარდა, გამოწვევად ასევე, დარჩება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაც - ხელისუფებისა და ოპოზიციის სისუსტე.


ნიკა შენგელია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

 

რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.