USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
„ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ შალვა პაპუაშვილზე გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდიან
дата:  543

„ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და გამოვთქვამთ წუხილს დაშვებული შეცდომის გამო, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მედიასაშუალებებმა გვიან ღამით გაავრცელეს.

„ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, - ასე გამოეხმაურა მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ ალაზნის სანაპიროზე, 1 ლარად 20 ჰექტარი ტყე გადასცა. მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. თუმცა, პაპუაშვილის განცხადებით, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати