USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ნათესაობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ არის ეჭვები საქმე უნდა აღიძრას - ირაკლი კობახიძე 4.1 მილიონის მითვისების საქმეზე
дата:  649

ირაკლი კობახიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4.1 მლნ ლარის მითვისების საქმის ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებას ინტეპრეტაციას უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აქტიურად გაგრძელდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

სუს-ის ინფორმაციით, მიმალვაშია ბიზნესმენი და ვანში საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანიამაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაც. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. არსებული ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

"ნათესაობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას, ბრალის წაყენება უნდა მოხდეს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის, მათ შორის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ. გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.

მთავარი მიზანია კორუფციასთან ბრძოლა, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, დანარჩენი ინტერპრეტაციებია. თუ იყო ზურგი, ამითაც დაინტერესდება საგამოძიებო უწყება. თეორიულად, შეიძლება ზურგითაც მოხდეს რაღაცები და ზურგის გარეშეც.

რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, ეს იყო დაპირება კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, რომ პირნათლად იქნება შესრულებული. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით აქტიურად ვიმუშავებთ, მთავარი პირობა რასაც გაძლევთ არის, რომ მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას",- ამბობს "ოცნების" მთავრობის პრემიერი.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати