USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ნატალია ხიზანიშვილი „ვოლტი იაპონიის“ გენერალური მენეჯერი გახდა
თარიღი:  1231

ნატალია ხიზანიშვილმა აზიის ბაზარზე გადაინაცვლა და „ვოლტი იაპონიის“ გენერალური მენეჯერი გახდა. წლების განმავლობაში, ნატალია ჯერ საბანკო სფეროში საქმიანობდა. შემდეგ, სფერო შეიცვალა და „ვოლტის“ წარმომადგენლობას გაუძღვა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ბაზრებზე. ახლა კი, უკვე ორი თვეა, აზიის აღმოსავლეთ წერტილში გადაინაცვლა, ტოკიოში, სადაც „ვოლტის“ სათაო ოფისი მდებარეობს და საკურიერო კომპანიის იაპონიის ბაზარს ჩაუდგა სათავეში.

 

M: ნატალია, როგორ მიიღე შეთავაზება და რით არის საინტერესო ახალი პოზიცია ახალ ქვეყანაში?

მოგეხსენებათ, დღემდე ვიყავი ვოლტის რეგიონული მენეჯერი სამ ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. იაპონიაში ჩემი გადასვლის გადაწყვეტილება ვოლტის სათავო ოფისმა ბიზნესის პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიიღო. ჩემი გამოცდილების გამოყენება ისეთი დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ვოლტისთვის. მივიღე ეს საინტერესო გამოწვევა და გავხდი ვოლტი იაპონიის გენერალური მენეჯერი. მეორე თვეა, ვარ ტოკიოში და ეს არის ძალიან საინტერესო გამოწვევა. იაპონია დიდ ყურადღებას უთმობს ტრადიციებს და ეს აქტიურად მოქმედებს ბიზნესპროცესებზეც. არსებობს გარკვეული ბარიერები, მათ შორის ენობრივი და კულტურული კუთხით, რაც ჩემთვის სიახლეა და მათ შესახებ ყოველდღიურად ვსწავლობ.

M: როგორია შენი სამუშაო არეალი და ფუნქციები ახლა?

თუ აქამდე ჩემს რეგიონში შედიოდა სამი ქვეყანა და სამივე ქვეყნის მოსახლეობის ჯამური პოტენციალი იყო დაახლოებით 30 მილიონი, იაპონიის მოსახლეობა 126 მილიონს შეადგენს და მილიონზე მეტი რესტორანია. იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ეკონომიკაა, შესაბამისად, გაცილებით დიდი მასშტაბის პოტენციალის მქონე ქვეყნის ბაზრის მართვა გაცილებით რთული და კომპლექსური პროცესია. ეს გულისხმობს იმას, რომ განსხვავებული მართვის ტაქტიკებია საჭირო, პარტნიორობის მასშტაბი განსხვავებულია და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი პოტენციალია. 

ჩვენი სათავო ოფისი ტოკიოშია. ქვეყნის მასშტაბით სულ 4 ოფისი გვაქვს, სადაც გვყავს დიდი და მოტივირებული გუნდი, რომელიც იაპონიის სხვადასხვა რეგიონში მსხვილ ქალაქებს წარმატებით მართავს. ჩემთვის პატივია, ვუხელმძღვანელო ამ ძლიერ გუნდს, რათა ერთად უზრუნველვყოთ ვოლტის მეტი ზრდა და წარმატება იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე.

M: რით განსხვავდება იაპონური ვოლტის მუშაობის პრინციპი ქართულისგან?

ჩვენი ბიზნესის, ჩვენი ინდუსტრიის მთავარი ამოცანა არის მასშტაბებზე გასვლა და გლობალურად, ჩვენს საქმიანობაში ეს პრინციპი მოქმედებს. რაც შეეხება კონკრეტულად იაპონიის ბაზარს, გარდა იმ ენობრივი და კულტურული ბარიერებისა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, აქ ბიზნესპროცესების მართვა სხვა თავისებურებებსაც მოიცავს. ცვლილებების დანერგვა სხვა რეჟიმში ხდება და ძალიან ბევრი ბიზნესი ურთიერთობებს ეყრდნობა. ბევრი განსხვავებული პროცესია, რომელიც უნდა გაიარო, რომ შეძლო კონსენსუსამდე მისვლა. ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, რაც ძალიან რთული მოსახვეჭი და ძალიან ადვილი დასაკარგია. თუ არ გაქვს ნდობა და ორმხრივად სასარგებლო ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები, იაპონიაში ძალიან რთულია წარმატების მიღწევა. ყველაფერს მარტო, პარტნიორების გარეშე ვერ გააკეთებ. პარტნიორობა და ბიზნესურთიერთობები კი აქ ნდობას ეფუძნება.

M: მოლოდინებსა და სამუშაო გეგმებზეც გვიამბე…

ჩვენი მთავარი მიზანია, გავზარდოთ ჩვენი მუშაობის ეფექტურობა და წარმატებით განვახორციელოთ ჩვენს მიერ გაწერილი გეგმა, რაც მათ შორის არსებული ბაზრის წილის ზრდას გულისხმობს. ჩვენი წარმატების საზომი ეს შედეგები იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისეთი მასშტაბის ბაზრის მართვა, როგორიც იაპონიაა, საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, მოიცავს პარტნიორობის განსხვავებულ მასშტაბებს და გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდეს პოტენციალს, თუმცა, ეს არის ძალიან საინტერესო გამოწვევა, რომლის დასაძლევად ძალისხმევას არ დავიშურებ. 

წყარო:https://www.marketer.ge

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის