USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ნაძალადევიში დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  556

დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუშაობა გრძელდება.

ნაძალადევის რაიონში დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე დასრულდა. ცოტნე დადიანის გამზირზე N148-სა და გვაზაურის N11 კორპუსებთან, ჯამში, 1650 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცეები მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, ბალახის საფარი დაიგო, ათობით ხე-მცენარე და ბუჩქი დაირგო, ასევე, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და ტერიტორია ლითონის მოაჯირით შემოიღობა.

აღნიშნულ მისამართებზე შესრულებული გამწვანების სამუშაოებისთვის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 239 968 ლარი დაიხარჯა.

 

мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати