USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში მინი ფეხბურთის ტურნირი ,,ნაძალადევის თასი 2023“ გაიმართა
Date:  583
ნაძალადევის რაიონში მინი ფეხბურთის ტურნირი ,,ნაძალადევის თასი 2023“ გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში 16 გუნდი მონაწილეობდა. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად თასები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცა.
 
სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულები და ტურნირის მონაწილე უხუცესი ფეხბურთელი თენგიზ ნადარეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დააჯილდოვა.
 
,,ვულოცავ გამარჯვებას ფინალში გასულ გუნდებს. სამომავლოდ სპორტული ღონისძიებების ჩატარებას აქტიურად ვგეგმავთ. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტულ განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
 
შეჯიბრება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებითა და ორგანიზებით გაიმართა.
 
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way