USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Tbilisi
“მტკვარი ჰესი” - პროექტი, რომლის შესახებაც ივანიშვილი ვარაუდობს, რომ მისი თანხები გაიფლანგა
Date:  

წყარო:https://bm.ge/

საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მისი საინვესტიციო ფონდის, “თანაინვესტირების ფონდის” მიერ “მტკვარი ჰესის” მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ორშაბათს ივანიშვილის ადვოკატის, თემურ წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება $100 მილიონით გაიზარდა და მან $236 მილიონ დოლარს მიაღწია. თანაინვესტირების ფონდის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მათ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უკვე პროკურატურას მიაწოდეს.

“თანაინვესტირების ფონდი” მტკვარი ჰესის პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. სადგური სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრე 54 მეგავატია, ხოლო საინჟინრო მოწყობით მოდინებითი ტიპისაა და კაშხლის მშენებლობას არ ითვალისწინებს.

პროექტის სათავე ნაბეგობის მეშვეობით, მდინარე მტკვრის წყლის დაახლოებით 10% ჰიდროელექტროსადგურში მოხვდება, გაივლის 9.6 კილომეტრის სიგრძის სადერივაციო გვირაბს, რის შემდეგაც წყალი კვლავ მდინარე მტკვარში ბრუნდება. ჰესის ზედა წერტილი ზღვის დონიდან 1,015 მეტრზე, ხოლო ქვედა წერტილი 909 მეტრზე მდებარეობს.

ჰიდროელექტროსადგური წლის განმავლობაში 259 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. უკანასკნელი მდგომარეობით, მისი გახსნა 2024 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.

“მტკვარი ჰესის” პროექტს 2009-2014 წლებში სააქციო საზოგადოება “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა” ახორციელებდა, რომლისგანაც შემდგომში “თანაინვესტირების ფონდმა” სადგურის 100% გამოისყიდა.

როგორც საარქივო ჩანაწერებიდან ირკვევა, ყველაზე რთული მონაკვეთი, რაც პროექტის განხორციელებას უკავშირდებოდა 9.6-კილომეტრიანი და 6 მეტრის დიამეტრის გვირაბის გაყვანა იყო, რომელიც სპეციალური TBM მანქანით გაიყვანეს.

შპს “მტკვარი ჰესს” გამოქვეყნებული აქვს 2021 წლის ფინანსური ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ პროექტის განხორცილებაში ჩართულები არიან კომპანიები - ენერგონი, ფერი, Kyivmetrobud-ი, Voith Hydro GmbH-ი, PetroSGEM-ი და IGHolding Rus-ის კონსორციუმი. 

თანაინვესტირების ფონდის განცხადება "მტკვარი ჰესთან" დაკავშირებით:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების პროექტ "მტკვარი ჰესის" ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას.

პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას".

 

region
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way