USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
მთავრობისა და ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილება-როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია
дата:  1002

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება გამოაცხადა. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება. ჩიქოვანი აზუსტებს, რა შეზღუდვებს მოიცავს შეთანხმება.

„ჩვენ მივიღეთ გადაყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცირება, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის შედეგად ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინსიტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში - 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენტანდის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნავს, რო მათი რეკომენდაციების გათვალისწინება დიდი დოზით მოხდა. 

"ამ ერთი თვის განმავლობაში საპატრიარქოში სამჯერ ვიყავი. დაავდებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თავისი რეკომენდაციები მისცა მთავრობას და ეკლესიას. დანარჩენი კი უკვე მთავრობის და ეკლესიის გადასაწყვეტია. რეკომენდაციების გათვალისწინება დიდი დოზით მოხდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати