USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის, ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა
Date:  803

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა. ხელშეკრულება გულისხმობს აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებას და მასში ვკითხულობთ, რომ ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერაში, ასევე, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისა და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში. ლობისტური კომპანიის საქმიანობის ასევე მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან უერთიერთობას.

დოკუმენტი, რომელიც 27 იანვრით თარიღდება, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზეა განთავსებული და

ცნობისათვის, ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-ს, 2019 წელს საქართველოს მთავრობა, მომსახურების ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.

საქართველოს მთავრობისა და პრემიერის სახელზე შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის მხრიდან ბოლო პერიოდში რამდენიმე კრიტიკული წერილი იქნა გამოგზავნილი, რომელშიც კონგრესმენები და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ივანიშვილის ხელისუფლებას „კორუმპირებულს“ უწოდებდნენ და დემოკრატულ ღირებულებებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way