USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
მთაწმინდის რაიონში ახალგაზრდებისთვის ფეხბურთის ტურნირი „დემეს თასი“ გაიმართა
თარიღი:  1104
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ფეხბურთის ტურნირი „დემეს თასი“ გაიმართა. ტურნირი ლეგენდარული ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის სახელს ატარებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა რაიონში მცხოვრებმა რვა გუნდად დაკომპლექტებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
ღონისძიებას, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თავად გიორგი დემეტრაძე დაესწრნენ.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - „ლაშა მასის გუნდი“
II ადგილი- „ზემო ვერა“
III ადგილი - „ჯამბული“.
ასევე, გამოვლინდა საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა რობაქიძე.
გამარჯვებულებს პრიზები, ვაუჩერები, მედლები და თასი გადასცეს. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებმა, ასევე, დემეს ფონდიდან ფულადი ჯილდოც მიიღეს.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის