USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
მთაწმინდაზეა - ახალაშენებულ ბინებში 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება 4,236 ლარს შეადგენს
дата:  1010

თბილისში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა - საქსტატის ანგარიშის თანახმად, ამ უბანში ახალაშენებულ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 4,236 ლარს შეადგენს. 

თბილისში ყველაზე ხელმისაწვდომი უძრავი ქონება სამგორის რაიონშია, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუაოდ 2,359 ლარს შეადგენს.

საქსტატის მიხედვით, დედაქალაქში ლარებში გამოხატული უძრავი ქონების ფასი 2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. ლარებში ფასის ასეთი ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაა, რადანაც როგორც წესი დეველოპერები და რეალიზატორები უძრავი ქონების ფასებს არა ლარში, არამედ დოლარში ადგენენ. 

კვადრატული მეტრის ფასი ახალაშენებულ კორპუსებში თბილისის უბნების მიხედვით, შემდეგნაირია:

მთაწმინდა - 4,236 ლარი;
ვაკე - 3,774 ლარი;
საბურთალო - 3,236 ლარი;
ჩუღურეთი - 3,211 ლარი;
კრწანისი - 3,000 ლარი;
დიდუბე - 2,929 ლარი;
ნაძალადევი - 2,571 ლარი;
ისანი - 2,529 ლარი;
გლდანი - 2,490 ლარი;
სამგორი - 2,359 ლარი;

"აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს. მონაცემები მიღებულია ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის და ფასების მედიანური მნიშვნელობების გაანგარიშების გზით,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშის მეთოდოლოგიაში.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати